მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, ტრადიციას აგრძელებს და 25 აპრილს კიდევ ერთ დიდი ფასდაკლების დღეს გამართავს, რომელიც ამჯერად მუხიანში მდებარე პროექტს - „არქი იასამნების“ C ბლოკს შეეხება. ეს არის ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იქნება ხელმისაწვდომი. ამ დღეს ბინის შეძენა ისეთ ფასადაა შესაძლებელი, რომელიც აღარ განმეორდება. სწორედ ამიტომ, „არქის“ ეს კამპანია ყოველ ჯერზე დაინტერესებული ადამიანების რეკორდული რაოდენობით გამოირჩევა.

„არქი იასამნები“ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია. მის საინვესტიციო მომგებიანობას პროექტის ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული მდებარეობა განაპირობებს - კომპლექსი „რადიო ქალაქის“, თემქის განახლებული პარკის, „საქართველოს მატიანის“ მონუმენტისა და თბილისის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. იქვეა მეტრო „ახმეტელი“, სკოლები და სავაჭრო ცენტრები, რაც ყოველდღიური კომფორტისთვის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს.

პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა თავად საცხოვრებელი კომპლექსის გარემოა. მობინადრეებს აქ 15,000 კვ.მ. გამწვანებული შიდა ეზო და იასამნების ბაღი დახვდებათ, რაც ქალაქის აქტიურ რიტმში საცხოვრებლად საუკეთესო, მშვიდ გარემოს ქმნის. კომპლექსი ასევე მოიცავს სპორტულ მოედნებს, სამეზობლო ლაუნჯს, სავარჯიშო დარბაზსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ელემენტებს.
ბინის ყიდვა არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც მარტივია და დისტანციურადაც შესაძლებელია. რადგან მოთხოვნა დიდია, ხოლო დრო - შეზღუდული, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ „არქის“ პლატფორმაზე ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს: +995 322 602 602

გამოიყენე შანსი მხოლოდ 25 აპრილს, შეიძინე ბინა ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება და გახდი არქელი!
სხვა სიახლეები
8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა
12.10.2026.19:36
ყაზბეგის მრავალფეროვან ტურისტულ რუკას კიდევ ერთი გამორჩეული ლოკაცია შეემატა. ზღვის დონიდან 1 750 მეტრზე, კავკასიონის მთების შთამბეჭდავი პანორამების ფონზე, ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ (Lens Design Hotel) გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რვაწლიანი შრომა, დეტალური დაგეგმვა და განსაკუთრებული ხედვა დაედო საფუძვლად, სტუმრებს მთაში დასვენების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
38-ნომრიანი სასტუმრო ყაზბეგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე მდებარეობს, საიდანაც მყინვარწვერის, ისტორიული გერგეტის სამებისა და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედები იშლება. „ლენსი“ მხოლოდ განთავსების ობიექტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბუნების სიდიადე, თანამედროვე არქიტექტურა და დახვეწილი სტუმარმასპინძლობა ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.

სასტუმროს მთავარი სავიზიტო ბარათი მისი გამორჩეული არქიტექტურა და ესთეტიკური ინტერიერია. ხით მოპირკეთებული შენობა ორგანულად ერწყმის მთის ლანდშაფტს და გარემოსთან ბუნებრივ ჰარმონიას ქმნის. მინიმალისტური დიზაინი, მკაფიო გეომეტრიული ფორმები, ბუნებრივი მასალები და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება „ლენსის“ უნიკალურ ხასიათს განსაზღვრავს. აქ თითოეული არქიტექტურული გადაწყვეტილება ემსახურება ერთი მთავარი მიზნის მიღწევას - შეიქმნას სივრცე, რომელიც ერთდროულად თანამედროვე, ელეგანტური და მყუდროა.
სასტუმროს თითოეული ნომერი შექმნილია იმისათვის, რომ სტუმარმა მაქსიმალურად შეიგრძნოს მთის სიმშვიდე და გარემოს უნიკალურობა. ნომრებიდან გადაშლილი შთამბეჭდავი ხედები, თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული ავეჯი და გააზრებული ინტერიერი დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. აქ დილა კავკასიონის მთების პანორამით იწყება, ხოლო თითოეული დეტალი სტუმრის კომფორტზეა ორიენტირებული.

გამორჩეული არქიტექტურის მიღმა „ლენსის“ კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მომსახურების მაღალი სტანდარტია. სასტუმროს გუნდის მთავარი პრიორიტეტი თითოეული სტუმრის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფაა. აქ სტუმარმასპინძლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო პროცესი არ არის - ეს არის პროფესიონალიზმის, გულწრფელი ყურადღებისა და დეტალებზე ზრუნვის ერთობლიობა.
მიუხედავად იმისა, რომ „ლენსმა“ პირველი სტუმრები მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო, პროექტის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. სასტუმროს შექმნას რვაწლიანი შრომა, გამოწვევებით სავსე გზა და თითოეული დეტალის ზედმიწევნით გააზრება უძღოდა წინ. არქიტექტურული კონცეფციიდან ინტერიერის უმცირეს ელემენტებამდე, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებოდა - შექმნილიყო სასტუმრო საკუთარი იდენტობით, გამორჩეული ხასიათითა და სტუმარმასპინძლობის ინდივიდუალური ფილოსოფიით.



დიზაინ-სასტუმრო „ლენსის“ ოპერირებასა და ყოველდღიურ მართვას სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group უზრუნველყოფს. კომპანია საქართველოს სტუმარმასპინძლობის ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. DNT Group-ის პორტფელში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კონცეფციისა და კატეგორიის სასტუმროებია წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასტუმროების განვითარებას, წინასაოპერაციო მომზადებას, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვას, შემოსავლების ოპტიმიზაციასა და სრულ საოპერაციო მენეჯმენტს.
„ლენსის“ შემთხვევაში DNT Group-ის მთავარი ამოცანაა, სასტუმროს გამორჩეულ არქიტექტურულ კონცეფციას შესაბამისი ხარისხის მომსახურება, ეფექტიანი საოპერაციო მართვა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია შეუხამოს.
ყაზბეგი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სადაც ახალი, განსხვავებული კონცეფციის სასტუმროების განვითარება რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს. „ლენსი“ სწორედ ამ განვითარების ნაწილია - პროექტი, რომელიც თანამედროვე დიზაინს, ადგილობრივი გარემოს უნიკალურობასა და ხარისხიან სტუმარმასპინძლობას აერთიანებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ „ლენსის“ განვითარება აქტიურად გრძელდება. მომავალი წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე სასტუმროს ინფრასტრუქტურას რამდენიმე მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება: თანამედროვე სპა ცენტრი, ლაუნჯ ბარი 360-გრადუსიანი პანორამული ხედებითა და საკონფერენციო სივრცე. აღნიშნული სიახლეები კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის სასტუმროს მომსახურებას და სტუმრებს როგორც სრულფასოვანი დასვენების, ისე საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას შესთავაზებს.
Lens Design Hotel - აღმოაჩინე ყაზბეგი ახალი პერსპექტივით.