მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოირგე მომავლის პროფესია - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შექმნილ STEM სკოლის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო.

მოსწავლეების STEM მეცნიერებებით დაინტერესების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის ერთწლიანი კურსის გასავლელად, მოსწავლეებმა 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.

რატომ STEM სკოლა?

ინიციატივის ფარგლებში, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ; მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; დაეუფლონ მოთხოვნადი მეცნიერებების საფუძვლებს და მოარგონ მომავლის პროფესია საკუთარ ინტერესებს.

დაფუძნების დღიდან STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე გაიარა 600-მდე მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგის მქონე 120-მდე ახალგაზრდას საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს.

„ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მათი პოტენციალის სრულად ასათვისებლად და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, უკვე მეორე წელია კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, ერთი წლის განმავლობაში კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით დაეუფლონ STEM მეცნიერებების საფუძვლებს, დაიგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და აირჩიონ ისეთი მომავლის პროფესიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას. მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად კი ჩვენ 120-მდე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად ვუფინანსებთ. წარმატებებს ვუსურვებთ ახალი ნაკადის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივისადმი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.

STEM სკოლის შესახებ იხილეთ ვიდეო.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა