მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოხარულები ვართ, რომ იმერეთში Subway-მ გაფართოება სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო - ირაკლი ქარქაშაძე

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ქსელის ბოლო თაობის "Fresh Forward-‘’ის ტიპის დიზაინის რესტორანი, რომელიც მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და Subway-ის წარმომადგენლობამ გახსნა.

,,ჩვენ დღეს გავხსენით საქართველოში მე-8 და იმერეთის რეგიონში Subway-ს რიგით პირველი ფილიალი. მოხარულები ვართ, რომ იმერეთში ამ ბრენდის გაფართოება სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყება. ეს ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის არამხოლოდ მგზავრთნაკადის მოზიდვისა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ რეგიონის ეკონომიკის განმავითარებელი მნიშვნელოვანი ობიექტი. მივესალმები იმას, რომ ამერიკული ბრენდი წარმოდგენილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და კიდევ ერთხელ ამ ფაქტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის, რომ დღეს აეროპორტში ვსტუმრობთ აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს ,ქალბატონ კელი დეგნანს. ეს გარდა იმისა, რომ თვითონ ამ ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ მეტყველებს იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გაგვაჩნია. ყოველთვის ვგრძნობთ იმ დიდ მხარდაჭერას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს ავიაციის განვითარებას ეხება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა