მოლოდინია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, რაც უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდების ინტერესს ზრდის - რესან ქიქავა
დღეს ExpoGeorgia-ში, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობს 45 დეველოპერული და 10-ზე მეტი საბროკერო კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დამთვალიერებლებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტები გააცნონ და პოტენციურ მომხმარებლებს შეხვდნენ.
გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე Business Insider Georgia ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორ რესან ქიქავას ესაუბრა:
ეს არის ყველაზე მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენა, რომელიც საქართველოში ოდესმე გამართულა. რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება ამ გამოფენასთან მიმართებით და სულ უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. ასევე იმედი მაქვს, რომ გამოფენაში მონაწილე ყველა კომპანია, ფიზიკური და იურიდიული პირი მიიღებს საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულების მომტანი იქნება.
ბუნებრივია, რადგან გამოფენა საქართველოში იმართება, უფრო მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ამ კომპანიებიდან 40% გამოფენაში პირველად მონაწილეობს. ინტერესი გაიზარდა უცხოეთიდან, რადგან წელს უფრო მეტი მონაწილეა საზღვარგარეთიდან, რაც გამოფენას უფრო საინტერესოსა და მასშტაბურს ხდის. შესაბამისად, მომხმარებელს სამშენებლო სექტორში არსებულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. სამშენებლო მასალების კუთხით, გამოფენაში მონაწილეობენ კომპანოიები საქართველოსთვის ტრადიციული ქვეყნებიდან, თუმცა გამოფენას ესწრება დასავლეთ ევროპიდან რამდენიმე კომპანია, მაგრამ ძირითადი ინტერესი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
რაც შეეხება უძრავი ქონების მიმართულებას, აქ დაინტერესება გამოიკვეთა ახლო აღმოსავლეთის, ბალტიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საიდანაც რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა პოზიტიური, რადგან საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არის მოლოდინი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა ეს ზრდის ინტერესს უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდების კუთხით. ყველამ იცის რა მოხდა იმ ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრებზე, მას შემდეგ რაც ეს სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ამიტომ უძრავი ქონების ბაზრისა და დეველოპერულ პროექტებთან მიმართებით, ინტერესი არის, კიდევ უფრო გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება. ჩვენი გამოფენა უპასუხებს ამ ინტერესს თავისი ფორმატითა და მასშტაბით. უძრავი ქონების გამოფენა არის ყოველწლიური და ეს ღონისძიება საქართველოში უკვე 29-ედ იმართება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.