მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია

news image

თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთ უწყვეტ მოძრაობას ჰგავს, რომელიც ყველანაირ საზღვრებს სცდება. ის თაობიდან თაობაში გადადის და, დაუკითხავად, ისტორიის ახალ გვერდებს შლის. ზოგჯერ ჩუმად და შეუმჩნევლად, ზოგჯერ კი ხმაურითა და ბრძოლით.

26 მაისი ამ უწყვეტობის სიმბოლოა. დღე, რომელიც გვახსენებს არა მხოლოდ იმას, რაც იყო, არამედ იმასაც, რაც კვლავ იქნება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს - კამპანიას, რომელიც თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობასა და მომავალზე გვაფიქრებს.

„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - ეს არის მთავარი მესიჯი, რომელსაც წლევანდელი ვიდეორგოლი ეფუძნება. იდეა იმაზეა, რომ თავისუფლება მხოლოდ წარსულში მოპოვებული ისტორია არ არის. ის ყოველდღე თავიდან იბადება ადამიანებში, არჩევანში, სითამამეში და იმ თაობაში, რომელიც მოდის.

სიმბოლურია, რომ ვიდეორგოლის მთავარ გმირად ახალი თაობა გვევლინება. თაობა, რომლისთვისაც სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს. პასუხებისა და მომავლის ძიებაში ყველა „არა“ და „ვერა“ დანებების ნაცვლად იქცევა გაბრაზებად, ერთიანობად და ძალად, რომელიც არ ჩერდება, არ ნელდება და არ ნებდება. ეს არის ძალა, რომელიც ყველა კარს გააღებს, საზღვრებს გასცდება და სამყაროს ააჩქარებს.

როგორც საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა აღნიშნავს:

“26 მაისის მოახლოებასთან ერთად, ყოველთვის თავიდან ვიწყებთ ფიქრს, რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ვინ ქმნის მას, ვინ აგრძელებს და ვის ეკუთვნის მისი მომავალი. წელს ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ მომავალ თაობამდე მიგვიყვანა. მომავალ თაობაში ცნობისმოყვარეობა შიშზე ძლიერია, მათთვის ყველა საზღვარი დროებითია და “თუ კარი დაკეტილია, ისინი ფანჯრიდან შემოდიან”. სწორედ ასე მოდის მომავალი - შეუჩერებლად. ასე შეიქმნა კამპანიის მთავარი გზავნილიც: “მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“.

სიმბოლურია, რომ ვიდეოში გამოყენებულია ანა კალანდაძის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და მელოდიური ლექსის „საქართველოო ლამაზოს“ სტროფი, რომლის მთავარი შინაარსი რიტორიკულ შეკითხვას ეფუძნება: „სხვა საქართველო სად არი?“

ამ კითხვას საქართველოს ბანკი ასე პასუხობს:

„ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი,

ძეწნამ ალერსით ამავსო,

ეჭვებით ნაავადარი,

საქართველოო ლამაზო,

სხვა საქართველო აქ არის.“

რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ახალ თაობაში, იმ ენერგიაში და მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებას აგრძელებს და მომავალს ქმნის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია

26.05.2026.18:06

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა