მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება - თამაზ გაიაშვილი
Georgian Airways-ის საფრენოსნო განყოფილების უფროსი თამაზ გაიაშვილი კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებიტ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორატი და, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება - მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში.
მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზებ კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.
ამასთანავე, „ჯორჯიან ეარვეისი“ მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება.
ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ფრენების უსაფრთხოებაა, ბუნებრივია, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად.
ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება.
„ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი“, - ნათქვამია Facebook-ზეგავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.