მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მომავლის შექმნა იდეით იწყება - ამას ახალგაზრდა მეწარმეები ადასტურებენ | მოჰამედ ალაბარი

news image
mbc image

Minipreneurs-ის დაჯილდოების ცერემონიალზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოჰამედ ალაბარის გზავნილმა. ალაბარი, რომელიც არის Eagle Hills-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორად მიიჩნევა უძრავი ქონების დეველოპმენტის, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის სფეროებში.

ალაბარმა ღონისძიების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები ღონისძიების შემდეგ გააზიარა და აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ახალგაზრდებს ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ დიდი იდეები, ამბიცია და საკუთარი საქმის შექმნის რწმენა.

მისი თქმით, სწორედ ასეთი ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ მომავალი იდეით იწყება და წარმატების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინიციატივას, შემოქმედებით აზროვნებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

ალაბარის თქმით, მსგავსი შეხვედრები ნათლად აჩვენებს, რომ ახალ თაობას უკვე კარგად ესმის განვითარების არსი შექმნა, აშენება და საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა.

„ყველა ბიზნესი ერთი იდეით იწყება. თუ ამ იდეას სათანადო მხარდაჭერა ექნება, მას შეუძლია შესაძლებლობები შეუქმნას ბევრ სხვა ადამიანს,“ - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა