მომდევნო 24 საათში თბილისსა და თელ ავივს შორის 10 რეისი შესრულდება
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და თელ ავივს შორის 10 რეისი შესრულდება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაგაცნობთ თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს, რომლებიც შესრულდება უახლოესი 24 საათის განმავლობაში:
10 ოქტომბერი
18:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 699;
00:50 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 700;
22:30 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5107;
23:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5108;
23:35 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)
00:35 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;
00:35 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;
01:40 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5120;
11 ოქტომბერი
09:00 – თბილისი-თელ ავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695; (დამატებითი რეისი)
15:10 – თელ ავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2696“, – აცხადებემ TAV Georgia-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.