მომდევნო ორ წელიწადში ლილოს მიმდებარედ 120 000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართობის განვითარებას ვგეგმავთ - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
მომდევნო ორ წელიწადში ლილოს მიმდებარედ 120 000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ფართობის განვითარებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„დაახლოებით 4-5 წლის წინ, როცა ამ პროექტებზე ინტენსიურად მუშაობა დავიწყეთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა. იმ პერიოდში ყველას ცენტრში უნდოდა სასაწყობე ფართები, თუმცა ნონსენსია. ჩვენ მაშინ დავდიოდით კიევში, დავდიოდით სტამბოლში და იქაურ პარტნიორებთან ერთად მათ გამოცდილებას ვსწავლობდით.
იქ, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ახლოს უნდა იყოს და, ძირითადად, შემოვლითი გზები, ვინაიდან მაშინაც უკვე ვეუბნებოდით პარტნიორებს, რომ ადრე თუ გვიან მერია მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ მსხვილტვირთამწევი მანქანების ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაიწყებოდა. და მოვიდა კიდეც ეგ მომენტი, იმიტომ, რომ ეს ყველგან არის და არა იმიტომ, რომ ვიღაცას მოუნდა ჩვენთან და გაახსენდა ეს მიმართულება.
ამიტომ დღეს შემოვლითი გზები ვითარდება. ეს არის თბილისის შემოსასვლელები. ნატახტრის ზონა ერთ-ერთი საინტერესოა, თუმცა ყველაზე აქტიურია შემოვლითი გზა ლილოს მიმდებარედ, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან. იქ ხდება მაქსიმალური განაშენიანება, იმიტომ, რომ იდეალურია ამისთვის: მოსახლეობისგან შორს არის, შემოვლითი გზაც იქვეა და მთელი ეკოსისტემა ვითარდება, სადაც ჩვენც ვვითარდებით.
დღეს უკვე დაახლოებით 50 000 კვადრატული მეტრით ვართ წარმოდგენილი ამ ზონაში, ხოლო მომდევნო ორი წლის პაიპლაინი, რაც გვაქვს, მინიმუმ 120 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და თბილისში ერთი მასიური ლოგისტიკური ცენტრი შეიკვრება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები
Lilac Flowers A&G - ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი თაიგულები და გამორჩეული ფლორისტიკული ხელწერა
02.11.2026.10:00
ყვავილების მაღაზია Lilac Flowers A&G მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ თაიგულებს, ყვავილების კომპოზიციებს, ქოთნის მცენარეებსა და სხვადასხვა სახის საჩუქრებს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე თვეა, რაც ოპერირებს და მიზნად განსხვავებული ფლორისტიკული ხელწერის შექმნას ისახავს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი გვანცა ობოლაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებს Lilac
Flowers A&G ბაზარზე და რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს
მომხმარებლებს?
Lilac Flowers A&G სულ ახლახანს, 24 აგვისტოს გაიხსნა. ჩვენი მთავარი მიმართულება თანამედროვე ფლორისტიკისა და ინდივიდუალური დიზაინის გაერთიანებაა. ბრენდის კონცეფცია განსხვავებული, ორიგინალური იდეით შექმნილ თაიგულებს ეფუძნება, რომლებიც ეტაპობრივად Lilac Flowers-ის გამორჩეულ ხელწერას აყალიბებს.

მომხმარებლებს, თაიგულებისა და ყვავილების კომპოზიციების გარდა, ქოთნის მცენარეებს, რბილ სათამაშოებს, სურნელოვან სანთლებსა და სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსაც ვთავაზობთ.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? როგორ არჩევთ ყვავილებს და რა
პრინციპით ქმნით თაიგულების დიზაინს?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები და ახალი იდეების განხორციელება. ვცდილობ, შევქმნა ისეთი თაიგულები და კომპოზიციები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ ნაკლებად არის წარმოდგენილი ან საერთოდ არ გვხვდება. ხშირად დიზაინს წინასწარ განსაზღვრული მოდელის მიხედვით კი არა, საკუთარი ფანტაზიით ვქმნი.

ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ე.წ. „კორსეტის თაიგული“, რომლის იდეა და დიზაინიც თავად შევქმენი. ფლორისტიკა დამოუკიდებლად ვისწავლე და მუდმივად ვცდილობ, ახალი ფორმებისა და იდეების საშუალებით განსხვავებული კომპოზიციები შევქმნა. მინდა, Lilac Flowers-ს საკუთარი, ადვილად ამოსაცნობი ხელწერა ჰქონდეს.
რით გამოირჩევა Lilac Flowers A&G კონკურენტებისგან და რა არის კომპანიის
მთავარი უპირატესობა? რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყვავილების ხარისხი, კომპოზიციების დიზაინი და მომსახურების სისწრაფე?
ვფიქრობ, Lilac Flowers A&G-ის მთავარი განსხვავება ინდივიდუალური დიზაინი და გამორჩეული ხელწერაა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი თაიგულები, რომლებიც მხოლოდ ლამაზი კომპოზიციები კი არ იქნება, არამედ კონკრეტულად Lilac Flowers A&G-სთან ასოცირდება.

მუდმივად ვცდილობ, ერთმანეთს შევუხამო ახალი ფორმები, ფერები და იდეები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდეს ის სტილი, რომელიც ეტაპობრივად Lilac Flowers A&G-ის ხელწერად ყალიბდება. მინდა, მომხმარებელმა თაიგულის დანახვისას ჩვენი ამოცნობა შეძლოს და თქვას: „ეს Lilac Flowers-ის სტილია“. სწორედ ასეთი უნიკალური იდენტობის შექმნაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ასორტიმენტის
გაფართოება, მომსახურების განვითარება ან ბიზნესის მასშტაბის ზრდა?
Lilac Flowers A&G-ისთვის ყვავილები მხოლოდ პროდუქტი არ არის. ჩვენი მიზანია, ადამიანებს სიყვარულის, მადლიერების, მონატრებისა თუ უბრალოდ ყურადღების გამოხატვაში დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა, გვინდა, Lilac Flowers A&G ეტაპობრივად განვითარდეს და მომავალში სხვა ფილიალებიც გავხსნათ, რათა ჩვენი სტილი და იდეები უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. ამასთან, მომხმარებლის კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია დამატებულია Wolt-ის აპლიკაციაში, რაც მომხმარებლებს შეკვეთის კიდევ უფრო მარტივად გაფორმების შესაძლებლობას აძლევს.