მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

მომდევნო თვეების ჯავშნები ჯერჯერობით საკმაოდ კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება - „კა გრუპის“ დამფუძნებელი

news image
mbc image

„კა გრუპის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, სასტუმრო სექტორი 2026 წლის პროგნოზებს სხვადასხვა სცენარის მიხედვით განიხილავს, თუმცა არსებული მონაცემებით მარტსა და აპრილში გაუქმებების ზრდა დაფიქსირდა, განსაკუთრებით აზიის ბაზრებიდან. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა,  მაისიდან ვითარება შედარებით დასტაბილურდა და თუ დამატებითი გართულებები არ იქნება, მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდს გაუტოლდება, ხოლო წლის სხვა თვეებზე პოზიტიური მოლოდინები შენარჩუნებულია.

„აპრილის ჯავშნების ნაწილი გაუქმდა, თანაც ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი და კორეა. გაუქმების ძირითადი მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საფრთხის განცდა და შიში იყო. ამ პერიოდში კერძო ბიზნესმა არაერთი ვიდეო მოვამზადეთ, რომელთა მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენი სივრცე არ არის საშიში და კვლავ ველოდებით სტუმრებს.

მაისიდან გაუქმებები კვლავ ფიქსირდება, თუმცა არა იმავე მოცულობით. ვფიქრობ, თუ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდა, მაისის თვე ისეთივე იქნება, როგორიც შარშანდელი იყო. მომდევნო თვეების ჯავშნები კი ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ნარჩუნდება.

შარშან გვქონდა მსგავსი გამოცდილება - 15 ივნისიდან ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა. იმ პერიოდში ჯავშნები სრულად გაგვიუქმდა, თუმცა ომის დასრულებისთანავე აღდგენა ძალიან სწრაფად დაიწყო. პროცესი იმდენად ოპერატიულად წარიმართა, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში ძალიან მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ. ეს იყო ერთგვარი პასუხი და კომპენსაცია ივნისის იმ ორკვირიანი ჩავარდნისა.

შესაბამისად, თუ მსგავსი ვითარება დადგება, აღდგენის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. ეს განსაკუთრებით ისრაელს ეხება, რადგან მათ ქცევასა და ფსიქოლოგიაში ეს მომენტი უკვე გამჯდარია. ისინი მსგავს სიტუაციებს მიჩვეულები არიან, სწრაფად ადაპტირდებიან და კონფლიქტის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ იწყებენ მოგზაურობას.

ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე (GCC), რომელთაც, მათი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ადაპტაციისთვის გაცილებით მეტი დრო დასჭირდებათ“, - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

20.08.2026.18:57

საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.

Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.

"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა