მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი და ბიზნესი ხედავს, რომ ეს გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს, უკვე ისიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში - ლევან ვეფხვაძე
მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი, და თუ მომხმარებელი პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ ეს გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, რომ გაყიდვები იზრდება და ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს მომავლის შიში არ აქვს.
„საბოლოო ჯამში მოთხოვნა-მიწოდებიდან, რომ წავიდეთ მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი და მომხმარებელი თუ პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს ეს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში. იმიტომ, რომ თუ არ იცვლება გაყიდვები, არ იცვლება მათი ფინანსური მაჩვენებლები მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა და არ იცვლება იმიტომ, რომ მომხმარებლები არ ცვლიან ჩვევას განაგრძონ ინვესტირება უძრავ ქონებაში პირობითად ვიძახი, პირველადი მოხმარების საგნებზე საუბარი არ არის, ერთიანად როცა ურტყამს რასაც ურტყამს ეს არის ე.წ უფრო მაღალი ღირებულების მქონე ნივთები - ავტომობილები, ბინები და ა.შ. თუ ვხედავთ, რომ აქ გაყიდვები პირიქით იზრდება კი არ მცირდება, ნიშნავს რომ მომხმარებელს არ აქვს შიში მომავლის.
ნიშნავს იმას, რომ ეს ბიზნესს აძლევს უკვე მეტ სტაბილურობის განცდას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ბიზნეს აქტივობა და ბიზნეს ოპერაციები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.