მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მომხმარებელთა ინტერესი პროდუქციის მიმართ სტაბილურად მზარდია - „იონას საფუტკრე“

news image
mbc image

„იონას საფუტკრე“ საქმიანობას დინამიურად აგრძელებს - კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, ამასთან, მომხმარებლების ინტერესი მზარდია აგროტურიზმის მიმართულებითაც. კომპანია საახალწლო პერიოდისთვის ემზადება და სასაჩუქრე შეფუთვებსა და კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს.

მოთხოვნის ტენდენციებზე, წლევანდელი სეზონის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „იონას საფუტკრის“ დამფუძნებელი გიორგი იონათამიშვილი ესაუბრა.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვან სიახლეები არ გვაქვს - საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, დინამიკურად ვაგრძელებთ და მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. „იონას საფუტკრე“ მომხმარებლებს ფუტკრის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ჩვენი პროდუქცია, მათ შორის თაფლი, ფუტკრის რძე, ჭეო და დინდგელი, გამოიყენება როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ისე საკვები დანამატების სახით.

მზარდია აგროტურიზმის მიმართულებითაც დაინტერესება. წელს ჩვენი საწარმოს მონახულების მსურველი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი იყო, თუმცა სასაწყობე სივრცის გაფართოებისა და სამშენებლო სამუშაოების გამო ვიზიტორების მიღება ვერ შევძელით. საწარმოს ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, დასავლეთ საქართველოში მეფუტკრეობისთვის განსაკუთრებით რთული სეზონი იყო, აღმოსავლეთ საქართველოში კი მდგომარეობა შედარებით უკეთესი აღმოჩნდა. ზოგადად, არასტაბილურმა ამინდებმა მოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რამაც თაფლის ფასის გარკვეული ზრდაც განაპირობა.

ამჟამად აქტიურად ვემზადებით საახალწლო პერიოდისთვის, რომელიც გაყიდვების თვალსაზრისით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. ტრადიციულად, მომხმარებლებს სასაჩუქრე შეფუთვებს ვთავაზობთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ შეკვეთებსაც. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს დაინტერესება სხვადასხვა კომპანიის მხრიდან და ვმუშაობთ, რომ საახალწლოდ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ“, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განაგრძობს მუშაობას

21.10.2026.12:21

მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განთავსდა. ფილიალის გახსნის ღონისძიებას „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია, კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე და სათავო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ფილიალი თანამედროვე საბანკო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და მომხმარებლებს კომფორტულ, მოწესრიგებულ და ხელმისაწვდომ გარემოს სთავაზობს. ფილიალის ახალი მისამართი კრისტალს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ მოემსახუროს თელავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესებს და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს.

„რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერა კრისტალის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ფიზიკური სივრცეების არსებობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალო ურთიერთობა გვქონდეს მომხმარებლებთან, უკეთ გავიაზროთ მათი საჭიროებები და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და მოსახლეობას. გვინდა, რომ კრისტალის ფილიალები მომხმარებლებისთვის იყოს არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც მათ საჭიროებებს ვისმენთ და მათი საქმიანობის გრძელვადიან განვითარებას ვუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ილია რევიამ.

თელავის ფილიალის ახალ სივრცეში გადასვლა კრისტალის რეგიონული ქსელის განახლების და მომხმარებლებთან სიახლოვის შენარჩუნების კიდევ ერთი ნაბიჯია. მიკრობანკი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებაზე და საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერა მიიღონ.

მისამართი: თელავი, ალაზნის ქ. 6ბ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა