მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მომხმარებლების ინტერესი ფუტკრის პროდუქტების მიმართ იზრდება - „იონას საფუტკრე“

news image
mbc image

„იონას საფუტკრე“, შვიდი წელია ბაზარზე ოპერირებს
და მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „იონას საფუტკრეს“ დამფუძნებელს, გიორგი იონათამიშვილს ესაუბრა.

„ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმების გამო სეზონი საგრძნობლად დაგვიანდა და ფაქტობრივად ახლა დაიწყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სიახლეები ჯერ არ გვაქვს, გაზაფხულის თაფლიც არ აგვიღია და ახალი პროდუქტებიც არ დაგვიმატებია. მომხმარებელს ამ ეტაპზე კვლავ იმავე ასორტიმენტს ვთავაზობთ“,- აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.

მომხმარებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა ფუტკრის პროდუქტებზე ფიქსირდება.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ფუტკრის პროდუქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად რჩება, მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ფუტკრის რძეზე, ჭეოსა და დინდგელზე ფიქსირდება. აღნიშნულ პროდუქტებს ხშირად სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დანიშნულებით იყენებენ“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას აქტიურად გეგმავს.
„აგროტურიზმის მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია, თუმცა ამჟამად ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რის გამოც ინფრასტრუქტურა ჯერ სრულად მოწესრიგებული არ არის. სწორედ ამიტომ, ვიზიტორების მიღებაზე ამ ეტაპზე უარის თქმა გვიწევს. სამომავლოდ კი აქტიურად ვგეგმავთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მასტერკლასს.

რაც შეეხება მოსავალს, მიმდინარე წლის გაზაფხულის თაფლის სეზონი რთულად დაიწყო. ხშირი და ხანგრძლივი ნალექების გამო ველოდებით, რომ მაისის თაფლის მოსავალი გასულ წლებთან შედარებით ნაკლები იქნება“,- განმარტავს გიორგი იონათამიშვილი.

„იონას საფუტკრე“ სამომავლოდ ახალი ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს.

„სამომავლო გეგმებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკუთარი ახალი მაღაზიის გახსნაა. ასევე, გავაგრძელებთ ჩირებისა და ტყლაპების წარმოებას. პროდუქციის მოცულობა და ასორტიმენტი, ტრადიციულად, ხილის სეზონურობაზე იქნება დამოკიდებული“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Geely-ის ბრენდების ავტომობილები ჩინეთის ფარგლებს გარეთ Google-ის ინტეგრირებული სერვისებით აღიჭურვება

21.10.2026.15:00

ჩინურმა კომპანია Geely Holding Group-მა პარასკევს განაცხადა, რომ მის პორტფელში შემავალი ბრენდების ავტომობილები საერთაშორისო ბაზრებზე Google-ის ინტეგრირებული სერვისებით, მათ შორის Gemini-ით, Google Play-ითა და Google Maps-ით აღიჭურვება.

კომპანიის განცხადების თანახმად, ახალი სერვისების პირველი დანერგვა ავტომობილებში 2027 წლის მეორე ნახევარში, ჩინეთისა და აშშ-ის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ინიციატივის განხორციელება შესაბამისი მარეგულირებელი ნებართვების მიღებასა და ბაზრების მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა