„მონოლით ჯგუფი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი" შეუერთდა.
„მონოლით ჯგუფი" სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც უკვე 13 წელია თბილისში თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელი 10 წარმატებით დასრულებულ და ექსპლუატაციაში შესულ პროექტს აერთიანებს.
„მონოლით ჯგუფის" საქმიანობის მთავარი პრინციპები სანდოობა, პროექტების დროული ჩაბარება და მომხმარებლის მაღალი ნდობაა. კომპანია თითოეული პროექტის დაწყებამდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლოკაციის სწორად შერჩევას, ირჩევს მოთხოვნად, პერსპექტიულ და კომფორტულ უბნებს, სადაც ცხოვრების ხარისხი და საინვესტიციო ღირებულება მუდმივად იზრდება.
„მივესალმებით „მონოლით ჯგუფის" გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 13-წლიანი წარმატებული საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის სანდო და სტაბილური პარტნიორი როგორც მობინადრეებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალაა და დარწმუნებულნი ვართ, „მონოლით ჯგუფის" გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაში", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.