მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მორაგბე დავით ნინიაშვილი „მეტროპოლის“ ბრენდამბასადორი და ქავთარაძის კომპლექსის მომავალი მცხოვრები გახდა

news image
mbc image

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, დავით ნინიაშვილი, „მეტროპოლის“ ბრენდამბასადორი გახდა. თანამშრომლობა ოფიციალური მემორანდუმით გაფორმდა, რომელიც საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებასა და საინტერესო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. სპორტსმენი „მეტროპოლთან“ ერთად არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვასა და დეველოპერული კომპანიის მცხოვრებლებთან დაახლოებას გეგმავს.

დავითისთვის ეს პარტნიორობა მხოლოდ ბრენდის ამბასადორობით არ შემოიფარგლება. ის გახდა „მეტროპოლ ქავთარაძის“ მომავალი მობინადრე — სივრცის, რომელიც მის ოჯახურ გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ კომფორტს ეფუძნება.

„ბავშვობიდან ყველას ოცნება აქვს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს და მეც მინდოდა, ჩემი შრომით შემეძინა ბინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ასეც მოხდა და ჩემი ჩანაფიქრი რეალობად „მეტროპოლის“ პროექტში იქცა“, — ამბობს დავით ნინიაშვილი.

მისი ყურადღება „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტმა პირველივე ეტაპზე მიიპყრო: „ძალიან მომეწონა პროექტის ადგილმდებარეობა, ბინის გეგმარება, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა — დიდ ბინაზე ყოველთვის ვფიქრობდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როცა ოჯახის წევრები, მეგობრები ან ახლობლები მესტუმრებიან, ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი“.

როგორც სპორტსმენი და დიდი ოჯახის წევრი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფუნქციურ ზონებს. სპორტული სივრცეები, ველობილიკები, ეზო, რომელშიც ბავშვებს უსაფრთხოდ შეეძლებათ ყოფნა — ეს ის უპირატესობებია, რომელთა გათვალისწინებითაც მან საბოლოო არჩევანი „მეტროპოლ ქავთარაძეზე“გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ შემეძლება, „მეტროპოლის“ პატარა მობინადრეებთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა — გავუზიარო გამოცდილება, გზა, რომელიც გავიარე და მივცე მოტივაცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც გულით უნდა — ამის დიდი მომხრე ვარ“, — აღნიშნავს დავით ნინიაშვილი.

„მეტროპოლისთვის“ დავით ნინიაშვილი ბუნებრივი არჩევანია — ბრენდის ღირებულებები: მრავალფეროვნება, პროგრესულობა, პროფესიონალიზმი, შთაგონება და ადამიანებზე ორიენტირებული დამოკიდებულება, სრულად ემთხვევა სპორტსმენის პიროვნულ თვისებებს. 

პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანიც სწორედ ეს არის — მჭიდრო კავშირი „მეტროპოლის“ მცხოვრებლებთან, ახალი თაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი, შთამაგონებელი გარემოს შექმნა.

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „დავითი ჩვენი ბრენდისთვის ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან თანხვედრის სიმბოლოა. ის არის  კარგი მაგალითი  იმისა, როგორ შეიძლება  ჩაიფიქრო და შეასრულო. 

პროფესიონალიზმი და გამოწვევების სიყვარული, შთაგონება და სურვილის მიღწევაზე ორიენტაცია „მეტროპოლის“ იდენტურობის ნაწილია.  სწორედ ამ ღირებულებების მატარებელია დავით ნინიაშვილი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც ადასტურებს ამას.

დავითი არის ადამიანი, რომელმაც ჩაიფიქრა, იმოქმედა და საკუთარ ჩანაფიქრები რეალობად აქცია — სწორედ ამიტომ გახდა ის ჩვენი ბრენდის ბუნებრივი არჩევანი.

„მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ამბასადორი მხოლოდ სტატუსი არ იყოს, არამედ იყოს მოქმედების ფორმა — სწორედ ისეთი, როგორიც დავითს აქვს: გულწრფელი, შთამაგონებელი, ჯანსაღი და სავსე სწორი ღირებულებებით.

გვჯერა, რომ დავით ნინიაშვილთან ჩვენი თანამშრომლობა ადამიანებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება მოტივაცია იმისა, თუ როგორ,  რა თვისებების გამოყენებით უნდა მისდიო შენს ჩანაფიქრებს, გქონდეს ცხოვრება, როგორიც ჩაიფიქრე, ან  თუნდაც სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.

მიხარია, რომ ქავთარაძის პროექტის მცხოვრებლები, დავითთან ერთად, შეიძენენ ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას და ერთად შექმნიან საუკეთესო მომენტებს ახლა არა მხოლოდ  მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში“. 



დავით ნინიაშვილისთვის ბრენდის ამბასადორობა სტატუსზე მეტად მოქმედებაა — ურთიერთობის ფორმა, რომელიც ემყარება გულწრფელობასა და საერთო ხედვას.

დავით ნინიაშვილი, მორაგბე: „ჩემთვის მთავარი ურთიერთობებია და ძალიან მიხარია, რომ პარტნიორ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ღირებულებებში თანხვედრაა — მაშინ ხარ ბედნიერი და გიყვარს ის, რასაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებ. ძალიან მიყვარს გამოწვევები და განვითარება და მგონია, რომ ეს ყველაფერი სრულ ჰარმონიაშია ჩემსა და „მეტროპოლს“ შორის. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ფუნდამენტი“.

დავით ნინიაშვილი და „მეტროპოლი“ დღეს უკვე საერთო ღირებულებებით აგრძელებენ გზას — მათი ერთობლივი მიზანია, რეალურად გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და შექმნან გარემო, სადაც ადამიანები ჭეშმარიტად ახერხებენ მიზნის მიღწევასა და სურვილების შესრულებას.

__________

„მეტროპოლ ქავთარაძე“ დეველოპერული კომპანია მეტროპოლის“ პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრში, ქავთარაძის ქუჩაზე შენდება. პროექტი ორ 25-სართულიან შენობას - განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.

„მეტროპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ქავთარაძის“ სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა