მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

news image
mbc image

თიბისის მორიგი საერთაშორისო აღიარება The Digital Banker-ისგან 2026 წელს - ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

ერთი გამჭვირვალე ყოველთვიური სააბონენტო მოდელის ფარგლებში, TBC Concept 360 აერთიანებს Visa-სა და Mastercard-ის სადებეტო ბარათებს, Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შექმნილ სამოგზაურო ბარათს, Ertguli საკრედიტო ბარათის ქეშბექს, პერსონალური ბანკირის კონსულტაციას, Visa Concierge-ის მომსახურებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან უპირატესობებს.

მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის, რომელთა ცხოვრების სტილი ხშირ საერთაშორისო მოგზაურობას, პრემიუმ გამოცდილებებსა და ფინანსურ მოქნილობას მოიცავს, TBC Concept 360-ის საბარათე შეთავაზება აერთიანებს ყოველდღიურ ფინანსურ აქტივობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს ერთიან საბანკო გამოცდილებად.

საბარათე შეთავაზებების მიმართულებით გამოირჩევა ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი, რომელსაც წლიური მომსახურების საკომისიო არ აქვს. აღნიშნული ბარათით, საქართველოში ნებისმიერ POS-ტერმინალზე ყოველი გადახდისას, მომხმარებლები თანხის 2%-ს ქეშბექის სახით იბრუნებენ. თიბისის 5,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, ქეშბექის ოდენობა 12%-მდე იზრდება.

The Digital Banker-ის საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მისიას - შექმნას ისეთი ციფრული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და ფინანსურ მოთხოვნებს პასუხობს და მათ უმარტივებს ცხოვრებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია

30.09.2026.15:02

ექსპერიმენტული კოლაბორაცია, რომელიც სრულფასოვან კოლექციად იქცა - Tegeta-სა და Reckless-ის თანამშრომლობით შექმნილი სამოსი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. GASOLINE - ასე ჰქვია ლიმიტირებულ ხაზს, რომელიც მათთვისაა, ვინც შთაგონებასა და სილამაზეს ხედავენ იქ, სადაც არავინ ეძებს მას. სიძლიერისა და გამბედაობის კონცეფციით შექმნილი სამოსი unisex-ია და მისი შეძენა Tegeta Shop-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ქუჩის 6-ში მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში.
ინსპირაცია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ანარეკლი გახდა. ეს ინდუსტრიული დეტალი მთავარ პატერნად იქცა და კოლექციას განსხვავებული ხასიათი შესძინა.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თამამი გადაწყვეტილებები, განსხვავებული ხედვა და ინოვაციურობა „თეგეტასათვის“ უცხო არ არის. Reckless-თან კოლაბორაციით შექმნილი კამუფლაჟური სტილის ქურთუკებიც სიმტკიცისა და გამბედაობის იდეას ეფუძნება, რომლის ცენტრშიც თვითგამოხატვა დგას. სამოსი თავდაპირველად, სარვამარტოდ ჩვენი თანამშრომელი ქალბატონებისთვის შევქმენით, თუმცა იდეა მალევე გასცდა კამპანიის ჩარჩოებს. ქურთუკის ვიზუალურმა ენამ, კონცეფციამ და მიღებულმა ემოციურმა გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ეს ამბავი გაგრძელებას იმსახურებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი უკვე ფართო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა. მოხარულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტული კოლექცია უკვე ჩვენს ციფრულ მაღაზიაში ელოდება მომხმარებელს“.
ყველაფერი დაიწყო კამპანიით „ქალი მართავს“. ქურთუკები შეიკერა „თეგეტაში“ დასაქმებული 600 ქალბატონისთვის, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქალი მართავს ყველაფერს, რაც მოესურვება. სწორედ ამ შინაგანი სიძლიერის გამომხატველია ლიმიტირებული კოლექცია GASOLINE. ეს სახელწოდებაც მამოძრავებელი ძალის სიმბოლოა და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ხელოვნება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ, ყოველდღიურ დეტალშიც კი დაიბადოს.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „დიზაინის მთავარი იდეა პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონების წყარო ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტია - ის მომენტი, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ეფექტს ქმნის. ამ ორი ელემენტის შეხებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება კოლექციის მთავარ პატერნად ვაქციეთ. საბოლოოდ, Reckless-ის თავისუფალ, ექსპერიმენტულ ხელწერასთან სინთეზით შეიქმნა ტექნიკური სილუეტები და კამუფლაჟის ესთეტიკა. ეს ვიზუალური ენა ერთგვარი მეტაფორაცაა: ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფორმებსა და ფერებს, ჩვენც სწორედ იქ ვპოულობთ ახალ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ, შეუმჩნეველ დეტალებს ხედავენ“.
კონცეფცია Reckless-ისა და „თეგეტას“ ერთობლივი ხედვით შეიქმნა. თითოეულმა ბრენდმა პროექტს საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი მიდგომა შესძინა, რაც საბოლოოდ GASOLINE-ის კოლექციაში აისახა.
ლიზა ყაჯრიშვილი, Reckless-ის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი: „ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო კოლაბორაციები სწორედ მაშინ იქმნება, როცა ორი ბრენდი ერთმანეთს კი არ ემსგავსება, არამედ განსხვავებებს ინარჩუნებს და ამ განსხვავებებით ქმნის რაღაც ახალს. არ გვინდოდა, რომ Reckless-ს უბრალოდ Tegeta-ს ლოგო დაესვა ტანსაცმელზე, ან Tegeta-ს Reckless-ის ესთეტიკა „ჩაეცვა“. გვინდოდა, დამატებითი რაღაც შეგვექმნა, რომელიც მხოლოდ ამ ორი სამყაროს შეხვედრისას შეიძლებოდა გაჩენილიყო. Tegeta-ს მხრიდან გვქონდა ტექნიკური, ინდუსტრიული, საავტომობილო სამყარო; Reckless-ის მხრიდან კი - ქუჩა, თავისუფლება, ახალგაზრდული კულტურა და ექსპერიმენტი. GASOLINE სწორედ ამ ორის საერთო წერტილი გახდა“.
ეს კოლექცია მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მოდა ისტორიის მოყოლისა და ჩვეულებრივში განსაკუთრებულის დანახვის გზაა. ლიმიტირებული ხაზი მომხმარებელს მხოლოდ ერთ მისამართზე - Tegeta Shop-ზე ელოდება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა