მორიგი მასშტაბური კამპანია ვოლტისგან - 50%-მდე ფასდაკლებები და განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზებები აპრილში
მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი ფინური კომპანია „ვოლტი“ მომხმარებელს ფასდაკლებების მორიგ მასშტაბურ კამპანიას სთავაზობს. 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა პირველი აპრილიდან მთელი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მომხმარებელს, ვოლტის პლატფორმის გამოყენებისას, ვოლტ მარკეტზე და ვოლტის პარტნიორ ობიექტებში, რომელთა შორის არიან გასტრონომი, კარფური, სპარი, გუდვილი და ევროპროდუქტი, ფასდაკლებებთან ერთად, განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზებებიც ელოდება.
მასშტაბური, 50%-მდე ფასდაკლებების კამპანია მთელი აპრილის განმავლობაში გაგრძელდება.
ვოლტი მომხმარებელს სიახლეებით, ფასდაკლებებითა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებით მუდმივად ანებივრებს. მოქნილი და კომფორტული სერვისით მომხმარებლის უზრუნველყოფა და მუდმივი დამატებითი ღირებულების შექმნა ვოლტისთვის პრიორიტეტია და კომპანია ამ მიმართულებით კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას გეგმავს.
დღეისათვის, ვოლტის აპლიკაციით კერძების, სხვადასხვა პროდუქტის თუ მომსახურების შეკვეთა საქართველოს 9 ქალაქშია შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. ამასთან, მუდმივად ფართოვდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ვოლტის სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.