მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

სასტუმრო „შაორი“ გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

news image
mbc image

Hotel Shaori • სასტუმრო შაორი რაჭაში მდებარე ტურისტული კომპლექსია, რომელიც 2020 წელს დაარსდა და აერთიანებს როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის სივრცეს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპლექსის გენერალურ მენეჯერს, ირაკლი ჯმუხაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპლექსი 26 ნომერს აერთიანებს.

„ჩვენი კომპლექსი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ის აერთიანებს სასტუმროსა და რესტორანს, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს დამსვენებლებს, ასევე სხვა სტუმრებსაც. სასტუმრო ჯამში 26 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე კი ფუნქციონირებს 23 ნომერი, რაც დაახლოებით 60-65 სტუმარს იტევს.
კომპლექსში წარმოდგენილია გასართობი სივრცეები: ღია აუზი, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი, საბავშვო ზონები, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელსაც ხშირად იყენებენ კორპორატიული ღონისძიებებისა და სხვადასხვა საქმიანი შეხვედრისთვის “, - ამბობს გენერალური მენეჯერი.

მოთხოვნა და ინტერესი კომპლექსის მიმართ ყოველწლიურად მზარდია.

„ზოგადად, დროთა განმავლობაში იზრდება მოთხოვნა, როგორც რაჭის რეგიონის, ასევე თავად ჩვენი კომპლექსის მიმართ. შესაბამისად, მატულობს ყურადღება და ინტერესიც, რაც ეტაპობრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ყოველწლიურად მოთხოვნა მზარდია, რაც გვაძლევს მოტივაციას, რომ მუდმივად განვითარდეთ, დავამატოთ ახალი სერვისები, გავხსნათ ახალი სივრცეები და შევთავაზოთ სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება “, - აღნიშნავს ირაკლი ჯმუხაძე.

„სასტუმრო შაორი“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი მთავარი კი ოჯახური გარემოა.

„ჩვენი სასტუმრო შაორის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. სტუმრებს ეშლებათ თვალწარმტაცი ხედი შაორის ტბაზე.

მოგეხსენებათ, ზაფხულში თითქმის ყველგან საკმაოდ ცხელა, თუმცა ჩვენს ლოკაციაზე ტემპერატურა ყოველთვის დაბალია და კონდიციონერის საჭიროებაც არ არის.

ტბის პირას გვაქვს ღია აუზი, რაც დამატებით კომფორტს და დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს ჩვენს სტუმრებს. ასევე ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც ტრადიციული ქართული კერძებია წარმოდგენილი, მათ შორის ავთენტური რაჭული სამზარეულოც. ყველა კერძი 100%-ით ნატურალური, ადგილობრივი პროდუქტისგან მზადდება, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ტრადიციულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოში და განსაკუთრებით რაჭაში მკაფიოდ შეინიშნება. ჩვენი რესტორანი მთელს რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი წამყვანი სივრცეა არამხოლოდ კერძებით, არამედ მომსახურებითაც. ჩვენი გუნდი და ოჯახური გარემო ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც სტუმარი თავს საკუთარ სახლში, თბილ, მყუდრო და გულთბილ გარემოში გრძნობს “, - განმარტავს გენერალური მენეჯერი.

სამომავლოდ იგეგმება სერვისების გამრავალფეროვნება და ასევე გაფართოებაც.

„გეგმაში გვაქვს სერვისების გამრავალფეროვნება და რამდენიმე ახალი სერვისის დამატება. ასევე განვიხილავთ ჩვენი ეზოს ტერიტორიაზე რამდენიმე პატარა კოტეჯის განთავსებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუმართა განთავსების შესაძლებლობას“, - აცხადებს ირაკლი ჯმუხაძე.

ცნობისთვის, კომპლექსს საშუალოდ 25-30 ადამიანი გვყავს დასაქმებული, მათ შორის როგორც ადგილობრივები, ასევე ახლომდებარე რეგიონებიდან ჩამოსულები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თაობა ახალი იდეებით - გაიცანით სალომე მიქელაძე, 23 წლის ასაკში შექმნილი სამი გამორჩეული სივრცით

12.06.2026.17:49

Breakfast isკანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია - ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.

სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.

დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.

“კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა - უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.”

მესამე პროექტი ლონდა - შედარებით მასშტაბურია. მასში სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა - ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.

ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული

ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. ახალგაზრდა ასაკში სამი სივრცის მართვა მუდმივ მოძრაობასა და გამოწვევებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:

“წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი - შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.”

სირთულეების დაძლევაში სალომეს ეხმარება ის, რომ მუდმივად ჩართულია საქმეში. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.

მომავლის ხედვა და ახალი იდეები

სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.

შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა