მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოთხოვნა პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია - „ქეთო'ს“

news image
mbc image

ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia,  „ქეთო'ს“ დამფუძნებელს ქეთი მელაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, მოხდა ასორტიმენტის გაფართოება და ახალი გემოების დამატება. 

„არსებულ ასორტიმენტს დაემატა რამდენიმე ახალი გემო - მარწყვის ჯემი წიწაკით, ლიმონის ჯემი წიწაკით და ჩირეულის საკმაზები. შესაბამისად, გაფართოვდა ბაზარში მდებარე ჩვენი შოურმი და მომხმარებელს პროდუქციის უფრო დიდ არჩევანს ვთავაზობთ, გარდა ამისა, ვაპირებთ ტკბილეულის ხაზის დამატებას და საკუთარი კაფის გახსნას. ამ მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

„ქეთო'ს“ პროდუქციაზე ინტერესი და მოთხოვნა ყოველთვიურად მზარდია, როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა კომპანიების მხრიდან.

„მოთხოვნა გაზრდილია და სულ უფრო და უფრო იზრდება. ხშირია სხვადასხვა კომპანიების მხრიდან თანამშრომლობის შემოთავაზება, ასევე გაიზარდა კორპორატიული შეკვეთები, რაც ადრე არ ყოფილა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი წიწაკაა და სწორედ ეს ინგრედიენტი სძენს პიკანტურ გემოს. „ქეთო'ს“ პროდუქცია ძალიან ხშირად საჩუქრად მიაქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა