მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, შესაძლოა, ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ - რითეილ გრუპ ჯორჯია
მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რითეილ გრუპ ჯორჯიას დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.
„ბათუმში ოქტომბერში გავხსენით 10 მაღაზია. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ცუდი თვეებია შესადარებლად, ფასდაკლების სეზონია და არა სრული სეზონი, როგორიცაა გაზაფხული-ზაფხული ან ზაფხული-შემოდგომა, ამიტომ რთულია შედეგები შეაფასო.
რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, ოქტომბრიდან დღემდე, ბათუმში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რამაც მოლოდინს მცირედით გადააჭარბა. თუმცა ასეთი მოლოდინიც გვქონდა, რადგან ბათუმში არ არსებობდა თანამედროვე რითეილ ინფრასტრუქტურა, არ იყვნენ წარმოდგენილი ბრენდები. კვლევებიც გვაჩვენებდა, რომ ჩვენი ონლაინ გაყიდვების წილი ბათუმში საკმაოდ მზარდი იყო, რაც იმას მიანიშნებდა, რომ იყო დიდი მოთხოვნა.
შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მოთხოვნამ გადააჭარბა მოლოდინებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ“, - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
რითეილ გრუპ ჯორჯია საქართველოს ბაზარზე 68 მაღაზიითაა წარმოდგენილი, 58 მაღაზია თბილისშია და 10 ბათუმში. ბიზნესჯგუფი 20 ბრენდს, მათ შორის ZARA-ს, MASSIMO DUTTI-ს, MANGO-ს წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.