მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგი“ ნომერ პირველი კომპანიაა

news image
mbc image

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ჯიპიაი ჰოლდინგი ნომერ პირველი კომპანიაა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში ჯიპიაი ჰილდინგმა 170 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიის მოზიდვა შეძლო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145 მლნ ლარის. შესაბამისად ზრდა 17%-ია.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სადაზღვევო სექტორმა სულ 983 მლნ ლარი მოიზიდა, სადაც ჯიპიაი ჰოლდინგის წილი 17%-ის შეადგენს. 

ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ, 2024 წლის 9 თვეში, ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მოცულობამ  86 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 83%-ზე იყო.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 146 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარმა სადაზღვევო ზარალმა 88 მლნ ლარი.

მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ ნეტო გამომუშავებული პრემია 64 მლნ ლარი იყო, ხოლო ნეტო დამდგარი სადაზღვევო ზარალი 37 მლნ ლარი.

ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 103 მლნ ლარია, რითაც კომპანია ბაზრის 24%-ის მფლობელია.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 25,9 მლნ ლარია, ხოლო ბაზრის წილი 13%-ი.

ასევე, იანვარ-სექტემბერში ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 11,4 მლნ ლარია, ბაზრის წილი კი 10%-ი. 

ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია იყო 4,9 მლნ ლარი, რითაც სადაზღვევო კომპანიამ ამ სეგმენტში ბაზრის 6%-ი მოიპოვა.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ მოზიდული პრემია 5,8 მლნ ლარი იყო, ბაზრის წილი კი 22%-ი.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა