მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით TOP 5 კომპანია
2024 წელს სადაზღვევო კომპანიებიდან ყველაზე მეტი პრემია ჯიპიაი ჰოლდინგმა მოიზიდა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია წლებია ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯიპიაი ჰოლდინგმა 2024 წელს 19%-ით მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდა, ვიდრე 2023 წელს. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სადაზღვევო კომპანიამ 2024 წელს 219 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, 2023 წელს კი 184 მლნ ლარის.
სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიით მეორე ადგილზეა თიბისი დაზღვევა, რომელმაც 2024 წელს 212 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, 2023 წელს კი 177 მლნ ლარი, ზარდა 19,8%-ია.
TOP-3 ბაზრის ლიდერ კომპანიას შორის მესამე პოზიციაზე კი ალდაგია, რომელმაც 2024 წელს 193 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, 2023 წელს კი 170 მლნ ლარი, ზრდა 13,5%-ია.
2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1,259 მლნ ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 1,064 მლნ ლარი.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის მაჩვენებლებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.