მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მპ დეველოპმენტმა", სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

news image
mbc image

 

კომპანია „მპ დეველოპმენტმა", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპსააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 3 მილიონი ევროსა და 5 მილიონი აშშდოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზეიგეგმება.

 

ევროს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი - 7.75%-ით, დოლარის ობლიგაციების კი 8.75%-ითგანისაზღვრა.

 

ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტიფიზიკური პირებისათვის.

 

ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზედაიფარება.

 

„მპ დეველოპმენტი" სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისპროგრამის პირველი ბენეფიციარია.

 

სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვისფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობა. „პროგრამის თანახმად,კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებულიხარჯების თანადაფინანსება. თანადაფინანსება მოიცავს როგორც წარმატებით განთავსებისსაკომისიოს ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნულპროგრამაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ს ფინანსური ინოვაციების პროგრამა რომელიცსააგენტოსთან ერთად ფარავს განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს" - აღნიშნა ირაკლიგაბრიაძემ. მისი თქმით, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის მიმართულებით, 2024 წელს დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.

 

„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს დაობლიგაციების სადებიუტო გამოშვებამ წარმატებით ჩაიარა, მოთხოვნამ გამოშვებულიობლიგაციების მოცულობას საგრძნობლად გადააჭარბა. მსურს მადლობა გადავუხადომხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი კომპანიის გუნდს, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში",  თიბისი კაპიტალს და გალტ & თაგარტს. მნიშვნელოვანია ჩვენი ობლიგაციონერების როლი დამათი გამოხატული ნდობა ჩვენი კოპანიისადმი. ,,მპ დეველოპმენტი" არ აპირებს გაჩერებას დამომავალში აუცილებლად კვლავ შევთავაზებთ ბაზარს ჩვენს ობლიგაციებს", - პაპუნა კაციტაძე, „მპდეველოპმენტი"-ის დირექტორი.

 

„მოხარული ვარ, რომ „მპ დეველოპმენტის" და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისპროგრამის ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კაპიტალის ბაზარი ვითარდება დაკომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფასიანი ქაღალდები თანადაფინანსებით გამოუშვან. ჩვენერთად ვუწყობთ ხელს ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნასა დაგანვითარებას. მნიშვნელოვანია ინვესტორების კომპონენტიც - აღნიშნული ემისიით, რეზიდენტდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაშიდივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის მხარდაჭერით,არაერთი კომპანია ასეთივე წარმატებით ისარგებლებს", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალისმმართველი დირექტორი.

 

„გალტ & თაგარტისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფასიანი ქაღალდების განთავსებისსტიმულირება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით „მპ დეველოპმენტის" მიერ სადებიუტოობლიგაციების გამოშვებას, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიგანხორციელდა.  განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანიპროგრესი აჩვენა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას ხელი შეუწყო. „მპ დეველოპმენტის"ემისიის მიმართ ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი ტრანზაქციის წარმატებითგანხორციელებას უსვამს ხაზს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ

„მპ დეველოპმენტთან" და „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, ბაზარსკიდევ არაერთ წარმატებულ გარიგებას შევთავაზებთ", - აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე.

 

 „მპ დეველოპმენტი" ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონებისპორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართსადგურს მოიცავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა