მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში Wolt-ზე ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტები გამოვლინდა
Wolt მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში საქართველოში მის პლატფორმაზე მომხმარებლების მოთხოვნების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
კომპანიის ინფორმაციით, ტურნირის ჯგუფური ეტაპის (11–21 ივნისი) განმავლობაში, გაიზარდა როგორც ჯგუფური შეკვეთების რაოდენობა, ისე გარკვეული პროდუქტის მიმართ მოთხოვნა.
მონაცემები აჩვენებს, რომ მატჩების დღეებში მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევდნენ ერთობლივ შეკვეთებს. ქვეყნის მასშტაბით ჯგუფური შეკვეთები 7%-ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმში დაფიქსირდა, სადაც ამ მაჩვენებელმა 22%-ს მიაღწია. თბილისში ჯგუფური შეკვეთები 4%-ით გაიზარდა.
ტურნირის პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კვების ობიექტების არაერთ პროდუქტზე. ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი აღმოჩნდა ნაჩოს სამკუთხედები, რომლის შეკვეთებიც 1 674%-ით გაიზარდა. მას მოჰყვება Big Mac-ის სოუსი (+808%), BBQ Signature (+308%), ცხარე ჩიზი (+251%) და ორ ადამიანზე გათვლილი ბურგერის კომბო (+251%). მონაცემები აჩვენებს, რომ მატჩების ყურებასთან ერთად, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევდნენ გაზიარებისთვის განკუთვნილ კომბოებსა და სნექებს.
საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა სასურსათო კატეგორიაშიც. ყველაზე მაღალი ზრდა ლურჯ მოცვზე დაფიქსირდა (+584%), რასაც მოჰყვება სიმინდი (+177%), საზამთრო და ნესვი (+109%) და სხვა სეზონური პროდუქტები. ეს მიუთითებს, რომ ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში ზაფხულის სეზონურ მოხმარებასაც დაემთხვა, რის გამოც მომხმარებლების კალათაში სპორტული საღამოსთვის განკუთვნილ სნექებთან ერთად, ახალი ხილი და სეზონური პროდუქტებიც აქტიურად გამოჩნდა.
„მსგავსი მასშტაბის სპორტული მოვლენები საინტერესო შესაძლებლობას გვაძლევს დავაკვირდეთ, როგორ იცვლება მომხმარებლების ყოველდღიური ქცევა. მონაცემები გვაჩვენებს, რომ მატჩების პერიოდში ადამიანები უფრო ხშირად იკრიბებიან მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, აქტიურად იყენებენ ჯგუფურ შეკვეთებს და არჩევანს აკეთებენ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც საერთო გამოცდილებას ქმნის. სწორედ ასეთ პერიოდებში განსაკუთრებით კარგად ჩანს, როგორ ხდება Wolt ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, იქნება ეს მატჩის ყურებისთვის საჭირო პროდუქტები, საკვები თუ სხვა ყოველდღიური ნივთები,“ - აცხადებენ Wolt-ში.
მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში Wolt მომხმარებლებს სპეციალურ აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკვები, სურსათი და ყოველდღიური საჭიროების სხვა პროდუქტები ერთ სივრცეში, მარტივად და კომფორტულად შეიძინონ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.