მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების არჩევანი - წყალი „მთისა“ და „პარი-სენ-ჟერმენის“ დაუვიწყარი თავგადასავლის და პარტნიორობის ისტორია გრძელდება

news image
mbc image

წყალი „მთის“ და საფეხბურთო გრანდი “პარი-სენ-ჟერმენი” ძალებს კიდევ ერთხელ აერთიანებენ. ორი გამორჩეული ბრენდის  პარტნიორობა და კოლაბორაცია ინოვაციისა და სრულყოფილებისადმი ერთგულებას ემსახურება  და საფუძველს უყრის წყალი  “მთის“-თვის  მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ისევ შთააგონებს ადამიანებს იყოს  ცხოვრებით სავსე და მისდიოს აქტიური ცხოვრების წესს.

წყალი „მთის“ -  იცხოვრე სრულყოფილად - 2025 წლის საფრანგეთის ლიგის, UEFA’ს ჩემპიონთა ლიგის და UEFA’ს სუპერთასის გამარჯვებული, „პარი-სერ-ჟერმენის“ ვარსკვლავები: უსმან დემბელე, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე და გონსალო რამოსი ირჩევენ. ფეხბურთის სამყაროში ეს ცნობილი სახელები წყალი „მთის“ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გმირები არიან.  ისინი არა მხოლოდ მინდორზე ქმნიან გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარ მომენტებს და სანახაობას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირჩევენ უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ მინერალურ წყალს. საფეხბურთო გრანდის გამორჩეული ფეხბურთელების თითოეული მოძრაობა სიძლიერის, სრულყოფილების, დიდი მიღწევების, ყველა გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და სიმბოლოა, რომელსაც „მთის“ წყალი ატარებს. 

წყალი „მთის“ და ფრანგული საფეხბურთო გრანდის პარტნიორობა 2025 წლის მარტში დაიწყო. “მთის“ და “პარი სენ-ჟერმენი” 4 წელი ერთად  - ეს წამოწყება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და მისი ფლაგმანი - „მთის“  ბრენდის  ერთგულებას, ხელი შეუწყოს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შეკავშირებას. „პარი-სერ-ჟერმენს“ კი წყალი „მთის“ სახით, სანდო რეგიონალური პარტნიორი ჰყავს, რომელიც სრულად შეესაბამება კლუბის გამარჯვების, შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილების ღირებულებებს. ორივე ბრენდი კი აძლიერებს ვალდებულებას, თავის გლობალურ გულშემატკივარს ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს. 

წყალი „მთის“ გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და უმაღლესი შედეგების განმსაზღვრელია!

წყალი „მთის“ შესახებ

კომპანია „კოკა-კოლას“ ბრენდების პორტფელში, წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური მინერალური წყალია.  

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო; რაც ნიშნავს იმას, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და მომხმარებელს სრულად ბუნებრივი მინერალური წყლის შემადგენლობით აწვდის.  ცნობისთვის, ბრომატი არის ძლიერი მჟავა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, როგორც მომწამვლელი კანცეროგენი. მაღალი კონცენტრაციის ბრომატის ორგანიზმში მოხვედრა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

სწორედ პრემიუმ ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების გამო, წყალი “მთის” კომპანია "კოკა-კოლას" პორტფელში 500-ზე მეტ სხვა ბრენდთან ერთად არის დარეგისტრირებული. ეს კი წყალი “მთის” შესაძლებლობას  აძლევს,  “კოკა-კოლას” სახელით წარმოდგენილი პირველი ქართული ბრენდი იყოს საერთაშორისო ბაზარზე.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, SGS United Kingdom Ltd-ის მიერ სერტიფიცირებულია. კომპანიას აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი ხარისხის მართვის სისტემისთვის და FSSC 22000 სერტიფიკატი სურსათის უვნებლობის პრაქტიკისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა წყალი „მთის“ დაემატა და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ბრენდია Finewaters.com პლატფორმაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან პრემიალური ნატურალური მინერალური წყლებია გაერთიანებული. ხოლო, 2025 წლის ივნისში, გუანჯოუში, წყლის საერთაშორისო ფორუმი The 13th China International High-end Drinking Water Industry Expo 2025-ზე გამართულ კონკურსში წყალი „მთის“ სამ საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა.   

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა