მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო მასშტაბით განსხვავებული კონცეფცია შევქმენით, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ - ,,ქვევრები“

news image
mbc image

სასტუმრო ,,ქვევრებს“, რომლის ინტერიერიც სახელწოდებას ზუსტად მიესადაგება, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სულ რაღაც 2 კვირის წინ გახსნილი სასტუმროს ვიდეო-რგოლებს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი გიორგი როჩიკაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, სასტუმროს გახსნის მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარება,ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტურისტული კომპლექსის მიმართ ნამდვილად დიდი მოლოდინი გვაქვს. უკვე არის ინტერესი, რასაც ველოდით კიდეც,  ყველაზე განსხვავებული კონცეფციაა, მსგავსი რამ არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს - ქვევრის ფორმის ნომრები სასტუმროში. ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. განთავსებული გვაქვს 20 ქვევრ-ნომერი, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია, ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი გათბობით, რომლის  პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი  და კომფორტულია.

თითო ქვევრის შიდა ფართი კი 25 კვ.მ-ია, აქედან სველი წერტილი შეადგენს 5 კვ.მ-ს, ნომრები  ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების მაღალი სტანდარტების სისტემებით არის აღჭურვილი. აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, დასვენებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობებია, სადაც ყველა დეტალი უმაღლესი სტანდარტით არის შესრულებული. ამ ყველაფრის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, მეღვინეობის სფეროს ხელშეწყობა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში“, - ამბობს გიორგი როჩიკაშვილი.

ცნობისთვის, ,,ქვევრები“ თელავში, სოფელ შალაურში ოპერირებს. პროექტი „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება  ტარიფებს, სასტუმრო-ქვევრში დამსვენებელს საწყის ეტაპზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და 2 კაცის განთავსება საუზმით 385 ლარია. სამსართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 350 ლარიდან 450 ლარამდე ფარგლებშია.

ამ ეტაპზე ,,ქვევრებში“ 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა