მსოფლიოს წამყვანი დიზაინერული ბრენდები და პრემიუმ სახლის კოლექციები - რას სთავაზობს Royal Home Accessories მომხმარებელს
Royal Home Accessories ბრენდია, რომელიც ქმნის დახვეწილ, ელეგანტურ და პრემიუმ ხარისხის სივრცეს სახლის ინტერიერის მოყვარულთათვის. კომპანია ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო გიგოლაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
ჩვენი კომპანია ოპერირებს ონლაინ სივრცეში 2022 წლიდან და მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის სახლის აქსესუარებს, დეკორს, ჭურჭელსა და ცნობილ ბრენდულ კოლექციებს. ჩვენი ნივთების შეძენა ხდება ევროპის შოურუმებიდან - იტალიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის ლაქშერი ბუტიკებიდან, ასევე დუბაის პრემიუმ შოურუმებიდან. ბაზარზე საქმიანობა დავიწყეთ ინტერიერის, ესთეტიკისა და ხარისხის სიყვარულით. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც სახლს განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და ელეგანტურობას შეჰმატებს.
რა ტიპის პროდუქციის ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რა პრინციპით ხდება მისი შერჩევა?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც ყოველდღიური გამოყენების, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ პრემიუმ პროდუქციას - სადილის სერვიზებს, დეკორატიულ ნივთებს, ტექსტილს, სამზარეულოს ტექნიკასა და ინტერიერის აქსესუარებს. ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Versace, Dolce & Gabbana, Hermès, Prada, SMEG, Ginori 1735, Missoni და სხვა. პროდუქციის შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, დიზაინს, უნიკალურობასა და თანამედროვე ტენდენციებს.
რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ, მუდმივად განახლებული ექსკლუზიური ასორტიმენტი და პრემიუმ ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა, არამედ მომხმარებლისთვის განსაკუთრებული ემოციისა და შთაბეჭდილების შექმნა. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი ბრენდის გამორჩეულობასა და სანდოობას.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და რა მიმართულებით აპირებთ ასორტიმენტის ან სერვისის განვითარებას?
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას და საქართველოში ფიზიკური შოურუმის გახსნას, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ და შეიძინონ ჩვენი კოლექცია. ასევე ვგეგმავთ ახალი საერთაშორისო ბრენდების დამატებას და სერვისის გაუმჯობესებას, რაც მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო გაამარტივებს. პარალელურად, ვმუშაობთ ონლაინ შოპინგის პროცესის უფრო კომფორტულ, სწრაფ და ინსპირაციულ გამოცდილებად გარდაქმნაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები იპოვიან ყველაფერს, რაც მათ სახლს დახვეწილობასა და განსაკუთრებულ სტილს შესძენს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული კოლექციები შევთავაზოთ - Royal Home Accessories
09.11.2026.16:00
Royal Home Accessories მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის, გამორჩეული დიზაინისა და ცნობილი საერთაშორისო ბრენდების სახლის აქსესუარებს სთავაზობს. კომპანია ასორტიმენტის გაფართოებას, ონლაინ მიმართულების განვითარებასა და ფიზიკური შოურუმის გახსნას გეგმავს. ბრენდის სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი ნინო გიგოლაშვილი ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს Royal Home Accessories-ს ამ ეტაპზე და როგორ განვითარდა კომპანია ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
Royal Home Accessories-ისთვის ეს პერიოდი განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების ეტაპია.
ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ უცვლელია - მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, გამორჩეული დიზაინისა და განსაკუთრებული ესთეტიკის მქონე ნივთები, რომლებიც სახლს მეტ დახვეწილობასა და ინდივიდუალურობას შესძენს.

ბოლო ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი ხედვა, გავაძლიერეთ საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და მეტი ყურადღება დავუთმეთ მომხმარებლისთვის საინტერესო და განსხვავებული კოლექციების შერჩევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა.
როგორ შეიცვალა კომპანიის ასორტიმენტი და რომელ პროდუქტებსა და ბრენდებზეა მომხმარებელთა მოთხოვნა ყველაზე მაღალი? იგეგმება თუ არა ახალი საერთაშორისო ბრენდებისა და კოლექციების დამატება?
Royal Home Accessories-ის ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. დღეს ჩვენი კოლექცია აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ პრემიუმ ბრენდებს, ფაიფურისა და ბროლის ნაკეთობებს, სუფრის სერვიზებს, დეკორატიულ აქსესუარებს, ვაზებს, სახლის ტექსტილსა და ინტერიერის განსაკუთრებულ დეტალებს.

მომხმარებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Meissen, Richard Ginori, Baccarat, Versace, Dolce & Gabbana, Hermès, Villeroy & Boch და სხვა გამორჩეული საერთაშორისო სახელები.
ჩვენი მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ ხარისხს, ორიგინალურ დიზაინსა და იმ განსაკუთრებულ დეტალებს, რომლებიც პროდუქტს გამორჩეულს ხდის.

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამდიდრებას ახალი საერთაშორისო ბრენდებითა და ექსკლუზიური კოლექციებით. ჩვენი მიზანია, ქართულ ბაზარზე უფრო მეტი საინტერესო და მაღალი კლასის პროდუქტი გავხადოთ ხელმისაწვდომი.
წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ფიზიკური შოურუმის გახსნას გეგმავდით. რა ეტაპზეა ეს პროექტი და როგორ ვითარდება კომპანიის მომსახურება ონლაინ მიმართულებით?
ფიზიკური შოურუმის გახსნა კვლავ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო მიზანია. მიგვაჩნია, რომ ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ფაიფური, ბროლი და ინტერიერის პრემიუმ აქსესუარები, ნივთების უშუალოდ ნახვისა და მათი ესთეტიკის აღქმის შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე ონლაინ მიმართულების განვითარების ფარგლებში მალე დავიწყებთ LIVE ჩართვებსაც.

მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ დროში დაათვალიერონ ჩვენი პროდუქცია, გაეცნონ ნივთების დეტალებს, ხარისხსა და დიზაინს, დასვან კითხვები და პირდაპირ ეთერში შეიძინონ სასურველი ნივთები.
ასევე, ვგეგმავთ პროდუქციის ადგილზე წარდგენას, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, ახლოდან გაეცნოს ჩვენს კოლექციებს და ონლაინ შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია.
რა გეგმები აქვს Royal Home Accessories-ს წლის დარჩენილი პერიოდისა და 2027 წლისთვის? რომელ მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და იგეგმება თუ არა ახალი სერვისების დამატება?
2026 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2027 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას ვგეგმავთ.
პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტია საერთაშორისო ბრენდებისა და ახალი კოლექციების დამატება, ასორტიმენტის გაფართოება და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება.

ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ციფრული კომუნიკაციის განვითარებასა და მომხმარებელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ფიზიკური შოურუმის პროექტის განხორციელებაც. პარალელურად განვიხილავთ დამატებით მომსახურებებს, რომლებიც მომხმარებელს პროდუქციის შერჩევასა და შეკვეთის პროცესს გაუმარტივებს.
Royal Home Accessories-ის მთავარი ხედვაა, გახდეს სივრცე, სადაც ხარისხი, დახვეწილი გემოვნება და განსაკუთრებული ესთეტიკა ერთიანდება.

გვჯერა, რომ სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის - ის ადამიანის გემოვნების, ხასიათისა და ცხოვრების სტილის გამოხატულებაა. სწორედ ამ იდეის გარშემო ვაგრძელებთ განვითარებას.