მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა - Geosky Airlines
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13 166.292 ტონა შეადგინა. შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი.
როგორც ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ში განმარტავენ, მათ შემთხვევაში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო და სექტემბერშიც გაგრძელდა.
„2023 წლის დასაწყისში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს კლება მთელი წელი აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. საკმაოდ შეზღუდული იყო მოცულობები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
აგვისტოს მეორე ნახევრიდან ზრდა შეინიშნება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეგვიძლია გითხრათ, რომ აგვისტო-სექტემბერი მოთხოვნა და შესაბამისად მოცულობები გაიზარდა თუმცა გეოგრაფიული არეალი იგივე დარჩა რაც იყო გასულ წელს, ესაა ჩინეთი-ევროპის მიმართულება.
ჩვენ დავუბრუნდით იმ სეგმენტს, სადაც დავფრინავდით ესაა სიჯიო- სარაგოსას მიმართულება, ამისთვის კი შუალედურ აეროპორტად თურქმენეთის აეროპორტს ვიყენებთ“, - განმარტავს Geosky Airlines-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.
რაც შეეხება ამჟამინდელ ტვირთბრუნვას, Geosky Airlines-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ავიაკომპანია ძირითადად General Cargo-ს ემსახურება. გასულ წლებში კი ჩინეთსა და ევროპას შორის საჰაერო ტვირთების დიდი წილი ელექტრო ტექნიკაზე მოდიოდა
„ახლა არის ე.წ. General Cargo, ზოგადი დანიშნულების ტვირთი. ყველა სახის ტვირთი რაც კი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ექსპორტირება. გარკვეული პერიოდი გადაზიდვების მოცულობა იმიტომაც შეგვიმცირდა, რომ პანდემიის შემდეგ ფრენები დაიწყეს დიდი ზომის სამგზავრო ხომალდებმა, რომელთაც ასევე დიდი მოცულობის ტვირთი გადააქვთ. თუმცა ახლა მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად აღარ ყოფნის სამგზავრო თვითმფრინავები და სატვირთო თვითმფრინავებით ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ისევ გაჩნდა“, - ამბობს შალვა კიკნაძე.
რაც შეეხება გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ავიაპარკის ზრდას, Geosky Airlines-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ავიაკომპანიას დღეისათვის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მოთხოვნაა.
თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის დინამიკას 2024 წლის დასაწყისამდე დააკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ სატვირთო ფლოტის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.