მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“მსოფლიოში საუკეთესო ბანკი” - როგორ მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 34 ჯილდო

news image
mbc image

ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგიები გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ტემპებს განსაზღვრავს, იქ, სადაც სისწრაფითა და ინოვაციებით ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ერთი სახელი - „საქართველოს ბანკი“ - კვლავ რეზონანსულია.

უკვე ზედიზედ მეორედ, საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია - ეს კი ის მიღწევაა, რომელსაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში სულ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი აღწევს, უფრო ცოტა კი - ინარჩუნებს. ინდუსტრიის გიგანტებთან კონკურენციაში საქართველოს ბანკმა არა მხოლოდ გლობალური ტიტული შეინარჩუნა, არამედ კიდევ 5 მნიშვნელოვან ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, Global Finance-ის კიდევ ერთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომელიც ფინანსებში AI-ის გამოყენებას აფასებდა, ოთხი ჯილდო მიიღო.

როგორ გახდა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ამაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი საუბრობს.

6 საერთაშორისო ჯილდო

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური დაჯილდოების შედეგებით, საქართველოს ბანკი ჯამში ექვს კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. გარდა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკისა, იგი საუკეთესოდ აღიარეს ბიზნესის ტრანსფორმაციის, ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და სხვა მიმართულებებით.

როგორც გიორგი ვახტანგიშვილი განმარტავს, გამარჯვება მრავალეტაპიანი პროცესის შედეგია. თავდაპირველად ეროვნული და რეგიონული გამარჯვებულები შეირჩნენ - პირველ ეტაპზე ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო მეორე ეტაპზე — გლობალური ლიდერები გამოვლინდნენ. შეფასებას საკონსულტაციო კომპანია Infosys ახორციელებს, რომელიც ბანკებს ისეთი პარამეტრებით აფასებს, როგორებიცაა ტრანსფორმაციის დონე, ინოვაციები, მომხმარებლის გამოცდილება, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება და მომსახურების ხარისხი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქცია იღებს.

“პირველ რიგში, ეს უდიდესი აღიარებაა ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ კონკურენციაში ვიყავით მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და ფინტექებთან — მათ შორის Revolut-თან, DBS Bank-თან, Bank of America-სა და Citi-სთან. ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მასშტაბის კონკურენციაში ზედიზედ მეორედ იმარჯვებს, ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე იქმნება ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს მისდევს, არამედ ხშირად უსწრებს კიდევაც მას”, - ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

სრულად ციფრული გამოცდილება

საქართველოს ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლისთვის, პრაქტიკულად, სრულიად ციფრული გზა შექმნა — რეგისტრაციიდან დაწყებული, პროდუქტების აქტივაციამდე.

„ახლა პროდუქტების 99% ციფრულად ხელმისაწვდომია, მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, არასდროს ვჩერდებით, რადგან ჩვენი მიზანი, უბრალოდ, საბანკო მომსახურების ტექნოლოგიური გამარტივება კი არაა, არამედ გვინდა, მომხმარებელმა შეუფერხებელი, მარტივი, ინტუიციური მომსახურება მიიღოს“, - განმარტავს გიორგი ვახტანგიშვილი.
შედეგად, მისი განმარტებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ბანკს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ მომხმარებელს პერსონალიზებული შეთავაზება საკუთარი ქცევისა და საჭიროებების მიხედვით გაუზიაროს. ავტომატიზებული გახდა პროდუქტების აქტივაცია, მანქანური სწავლების მეთოდებით კი უკვე შესაძლებელია საკრედიტო შესაძლებლობების დაუყოვნებლივ შეფასება.

ტრადიციული ბანკინგის მიღმა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც ბანკის, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული განამტკიცა, არაფინანსური სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობაა. ახლა მომხმარებელი არა მხოლოდ საბანკო სერვისების მოსარგებლე, არამედ ერთიანი ციფრული ეკოსისტემის აქტიური მონაწილეა.

“ჩვენ მხოლოდ საბანკო პროდუქტებით არ შემოვიფარგლებით: აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ საფონდო ბირჟებზე ინვესტიცია განახორციელონ, აიღონ ციფრული სასაჩუქრე ბარათები, შეიძინონ დაზღვევა, ისარგებლონ საკუთარი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, მართონ ავტომობილთან დაკავშირებული საკითხები, დაფარონ გადასახადები და სხვა. ეს ტრადიციულ საბანკო მომსახურებას ცდება და 1 750 000-ზე მეტ ადამიანს პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს”, - აღნიშნავს გიორგი.

ამ სიახლეების უკან კი მომხმარებელთა უკუკავშირი დგას - ეს ბანკისთვის ყოველდღიური ინოვაციის წყაროა.

“მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გადაწყვეტილებები მათთან ერთად მიიღება. სწორედ ქცევითი ანალიზით, მათი სურვილების მოსმენით და ინტერესების გათვალისწინებით ვხვდებით, რა უნდა გავაუმჯობესოთ”.

ციფრული ტრანსფორმაციის მომავალი

ახლა გიორგი ვახტანგიშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი ციფრული გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაა — უფრო მეტი პროცესის ავტომატიზაცია, ახალი შესაძლებლობების შექმნა როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდებისთვის.

“საქართველოს ბანკის გამარჯვება სწორედ იმ კულტურის შედეგია, რომელიც გუნდში გვაქვს — მუდმივად უკეთესობისკენ სწრაფვა და მომხმარებელზე ზრუნვა. და რადგან ციფრული ბანკინგი დღეს უკვე ცხოვრების ნაწილია, ჩვენ გვინდა, მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინსტრუმენტი მარტივი, ჭკვიანი და ადამიანზე მორგებული იყოს”, - დასძენს გიორგი ვახტანგიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა