მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორცილებულ რეფორმებს

news image
mbc image

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები განიხილეს. საუბარი შეეხო ტარიფის მეთოდოლოგიას, რომელიც ტარიფში საოპერაციო ხარჯების ასახვას ითვალისწინებს.

„საქართველს მელიორაციის წარმომადგენლებთან გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის სექტორში ყველა  მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს მელიორაციის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ტარიფის მეთოდოლოგიაზე, დეტალურად განვიხილეთ საირიგაციო ტარიფის მეთოდოლოგიის ფორმა; ასევე, საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს მელიორაციის მიერ მომსახურების გაწევა დარეგულირდება სემეკის მიერ. ჩემთვის, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლისთვის თვალსაჩინოა, საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცვლილებების გასატარებლად, სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ფერმერთათვის წყლის მიწოდების მომსახურების გასაუმჯობესებლად და  მზად ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ყველა ნაბიჯში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკში  წყლის რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტისა და  „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურენობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (გრეილის) ამოცანების ჯგუფის ხელმძღვანელმა რანუ სინჰამ.     

შეხვედრაზე მსოფლო ბანკის ექსპერტების მხრიდან შემოთავაზებული იყო რამდენიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებას  კომპანიის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში.  როგორც წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მამელი ქობალიამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან  კონსულტაციები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა  ახალი რეგულირების ფარგლებში არსებული გამოწვევების დასაძლევად. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა