MSZ Georgia საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
MSZ Georgia, რომელიც 14 წელია ოპერირებს საქართველოს ლოგისტიკურ სივრცეში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირება, ასევე მულტიმოდალური გადაზიდვები, თანმხლები დოკუმენტების დამზადება/დამუშავება და საბაჟო მომსახურება.
კომპანიის უნიკალური სპეციალიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ჰონგ-კონგში დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციასთან GSB International Trading Co Ltd ერთად ორგანიზებას უკეთებს ბიზნეს ტურებს ჩინეთის ყველაზე დიდ სავაჭრო ქალაქებში, როგორიცაა გუანჯოუ და ფოშანი. შესყიდვები ხორციელდება, როგორც ადგილზე ვიზიტით, ასევე ონლაინ რეჟიმში, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს დაათვალიერონ და შეიძინონ განსხვავებული და თანამედროვე დიზაინის პროდუქცია. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ტვირთების კონსოლიდირებას და მათ შემდგომ ტრანსპორტირებას.
MSZ Georgia სხვადასხვა გლობალური ლოგისტიკური ორგანიზაციის წევრია როგორიცაა WCA, GLA, JC Trans, EUGBC. კომპანია აქტიურად ეცნობა ბაზარზე არსებულ სიახლეებს და მომხმარებლებს კარიდან კარამდე ტვირთის მიწოდების სწრაფ, უსაფრთხო, დაზღვეულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება MSZ Georgia-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გამოცდილ, სანდო პარტნიორებთან ერთად მაღალხარისხიან, კონკურენტულ მომსახურებას სთავაზობს ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს და მნიშვნელოვან წილს ქმნის საქართველოს ეკონომიკაში. მოხარულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.