მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მთავარი გზავნილი, რაც მივიღეთ იყო ის, რომ მთავრობამ და ბიზნესმა ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპი გაგრძელდეს - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

წინ წამოვიდა სამუშაო ძალის პრობლემა, კვალიფიციური კადრები და ამ მონაცემების გაცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სწორი აქცენტები დაისვას შემდეგი 4 წლის განვითარების გეგმაზე მუშაობისას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბიზნესის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, თუ წლების უკან ბიზნესისთვის მთავარ პრობლემას მოთხოვნის ნაკლებობა ან ლარის კურსი წარმოადგენდა, დღეს წინა პლანზე უკვე სხვა პრობლემები წამოვიდა. 

„ეს იყო პირველ რიგში გაცნობითი შეხვედრა. გაცნობა არა ფიზიკურად, რადგანაც ჩვენ ადამიანურად ყველა ერთმანეთს ძალიან კარად ვიცნობთ, არამედ იმ მონაცემების, ის სტატისტიკის, იმ გამოკითხვების, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. ძალიან საინტერესო მონაცემებია დინამიკაში, 2019 წლიდან დღემდე ეს არის კვარტალური მონაცემები. ამ მონაცემებით ძალიან კარგად ჩანს, წლების დინამიკაში, სად ვიყავით და სად ვართ. თუ 2029 წელს იყო პირობითად მოთხოვნის პრობლემა, როდესაც ჩვენი კომპანიები და ბიზნესები იძახდნენ, რომ ის პროდუქტი და სერვისები, რომელსაც ჩვენ ბაზრებს ვაწვდით, მასზე მოთხოვნა დაბალია, დღეს დინამიკა შეცვლილია და ის უკვე პრობლემა აღარ არის. ლარის კურსი იყო პრობლემა, დღეს უკვე დავინახეთ, რომ ლარის კურსი პრობლემა აღარ არის კომპანიებისთვის, მაგრამ ახლა წინ წამოვიდა სამუშაო ძალის პრობლემა, კვალიფიციური კადრები. ამ მონაცემების დინამიკაში გაცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორი აქცენტები დაისვას შემდეგი 4 წლის განვითარებისთვის. პრემიერმა ბრძანა, რომ სწორედ ახლა მიდის მუშაობა 4 წლიანი განვითარების გეგმაზე და ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მივიღეთ იყო ის, რომ ვიმუშაოთ ერთად მთავრობამ და ბიზნესმა იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპი, რომელიც 2-3 წელი გაქვს შევინარჩუნოთ და გაგრძელდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების სტანდარტების დონეზე ვიყოთ 4-5 წელიწადში, სწორედ ის მაღალი 7-10%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა შევინარჩუნოთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბიზნესსა და მთავრობას შორის, იმიტომ, რომ ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი, შემქმნელი. კი მთავრობა, სახელმწიფო არის ინვესტორიც, მაგრამ მთავარი ინვესტორი მაინც არის ბიზნესი. აქედან გამომდინარე მასთან კონსულტაცია, რომ საინვესტიციოდ მიმზიდველი იყოს გარემო, იმისათვის, რომ საერთაშორისო ინვესტიციები მოვიზიდოთ და ჩვენ გვჭირდება ეს ინვესტიციები, აშშ-ს სჭირდება, შვეიცარიას სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებს სჭირდება და თან კონკურენცია მაღალია. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია იქ მიდის დღეს კაპიტალი და არა იმ მასშტაბით, რომელსაც ჩვენ ვისურვებდით, მოდის ჩვენთან. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მიმზიდველი საინვესტიციოდ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ინვესტორებისთვის ჩვენ ვიყოთ რუკაზე და სულ მცირე გავაორმაგოთ 2-3 წელიწადში ეს ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა