მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მთელი მსოფლიოდან გვსტუმრობენ, ჩვენი კონცეფცია უნიკალურია - „ყვარლის ღვინის გვირაბის“ ხელმძღვანელი

news image
mbc image

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ - უნიკალური კონცეფცია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონში, მსოფლიოში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ყვარლის ღვინის გვირაბის“ ხელმძღვანელმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.

როგორც ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი ამბობს „ყვარლის ღვინის გვირაბი“ 2006 წლიდან დაარსდა, ეტაპობრივად ვითარდება და ახალი სერვისები ემატება.  

„ეს არის უნიკალური კონცეფცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისა და  მსოფლიოს მასშტაბით. უნიკალურია იმით, რომ ეს არის მთის მასივში გამოკვეთილი გვირაბების ქსელი. ჯამში 15 გვირაბია, რაც მთლიანობაში  ქმნის 7,7 კილომეტრი სიგრძის სივრცეს. ამჟამად „ყვარლის ღვინის გვირაბში“ განთავსებულია მეღვინეობა „ხარებას“ ღვინის საცავი. გვირაბში მუდმივი ტემპერატურა 12-14 გრადუსია  და შესაბამისად იდეალური გარემოა შექმნილი ღვინის შესანახად და დასაძველებლად“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.

ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელის შეფასებით მეღვინეობა „ხარება“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და 50 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რისთვისაც 30 ჯიშის ყურძენს იყენებს.

„ყურძნის ჯიშები, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიის მფლობელობაში არსებულ ვენახებშია გაშენებული. მოსავალს ვიღებთ მთელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და შესაბამისად, აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ერთ სივრცეში ყველა რეგიონის ღვინო დააგემოვნოს. თითოეული რეგიონის ღვინოს აქვს თავისი მახასიათებელი. როდესაც ხდება 4  ტიპის ღვინის დეგუსტაცია, ვიზიტორები აღფრთოვანებულები არიან, რადგან აქვთ შესაძლებლობა ერთდროულად სხვადასხვა გემოსა და განწყობების ღვინო დააგემოვნონ“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.

მისი თქმით მეღვინეობა „ხარება“ მკაცრად აკონტროლებს ღვინის ხარისხს.  

„ყვარლის ღვინის გვირაბში“ ვიზიტორებს სთავაზობენ პურის ცხობის, ჩურჩხელისა და გოზინაყის დამზადების მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციას, ასვე შესაძლებელია თიხისგან ქვევრის დამზადება, ხოლო შემოდგომის სეზონზე შეუძლიათ რთველში მონაწილეობა.

„ყვარლის გვირაბის ტერიტორიაზე არის 20 ჰექტარი უნიკალური ვენახი, სადაც ყურძნის 300-მდე ჯიშია. ვიზიტორებს შეუძლიათ  ყურძნის კრეფაში მონაწილეობა აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ასევე მათ ვთავაზობთ ვენახში სადილსა და ვახშამს. ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც დახვეწილი კერძებითა და საინტერესო ხედებითაა ცნობილი და საკმაოდ მიმზიდველია ტურისტული კომპანიებისთვის მომსახურება არის მაღალი კლასის და წლიდან-წლამდე ვაუმჯობესებთ სერვისს“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.  

მისი ინფორმაციით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით „ყვარლის ღვინის გვირაბს“ უფრო მეტი ადამიანი ესტუმრა.

„ტურისტების აქტივობა წელს იყო მაღალი. ჩვენი სივრცე იმდენად საინტერესოა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვსტუმრობენ. კორპორაციული მიმართულებით ვძლიერდებით. ვგეგმავთ რამდენიმე ახალ პროექტს, რომელიც გლობალურ დონეზე განაცვიფრებს ადამიანებს. გვაქვს იმედი და მოლოდინი,  რომ  „ყვარლის ღვინის გვირაბი“ ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა