მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

„მტევანი კოსმეტიკსი“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ 
ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას აქტიურად განაგრძობს. კომპანია ახალი სავაჭრო სივრცეების დამატებასთან ერთად, ექსპორტის მიმართულებითაც მუშაობს. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „მტევანი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე ესაუბრა.

„2026 წლის მაისში მონაწილეობა მივიღეთ ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში - Beauty Istanbul 2026-სა და Central Asia Beauty Expo 2026-ში. ორივე ღონისძიებაზე ჩვენი პროდუქციის მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბრენდის კონცეფციამ. არაერთმა დამთვალიერებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ასოცირებული პროდუქტის შემთხვევაში ღვინოსა და ყურძენზე გაკეთებული აქცენტი როგორც ბუნებრივი, ისე საინტერესო და გამორჩეული გადაწყვეტილებაა.

დაინტერესება არაერთი ქვეყნიდან მივიღეთ, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ცენტრალური აზიის რეგიონი - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ასევე მეზობელი აზერბაიჯანი. ამ ბაზრებს კარგად ესმით ქართული ღვინისა და ქართული პროდუქციის ღირებულება, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტის კონკურენტული უპირატესობების აღქმაც გაცილებით მარტივია. ინტერესი გამოიკვეთა ასევე პოლონეთიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა ევროკავშირის ბაზრებზე შესვლა შედარებით ხანგრძლივ და რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი სწორედ იმ რეგიონებზეა, სადაც ქართული წარმოშობის პროდუქტის ცნობადობა მაღალია და მომხმარებლებს დამატებითი ახსნა ნაკლებად სჭირდებათ. ასეთ ბაზრებზე იგრძნობა ნდობა, დაინტერესება და თანამშრომლობის მზაობა“,- აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

კომპანია, ასევე აქტიურად განაგრძობს ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებასაც.

„აქტიურად ვმუშაობთ საცალო ქსელის გაფართოებაზე. ბოლო პერიოდში ორი ახალი სტენდი გავხსენით - East Point-სა და Tbilisi Mall-ში. მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სტენდების ეფექტიანი მუშაობის მოდელის ჩამოყალიბებასა და პროცესების დახვეწას.

ამასთან, ხელი მოვაწერეთ პირველ ფრანჩიზის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სტენდი უკვე გაიხსნა ქუთაისში, West Point-ში. პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ City Mall-თან და Galleria Tbilisi-სთან, სადაც ასევე ვგეგმავთ ჩვენი სტენდის განთავსებას.

სამომავლოდ, განვიხილავთ ფრანჩიზის მოდელის საერთაშორისო ბაზრებზე გატანასაც. შევისწავლეთ არაერთი წარმატებული მაგალითი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

„მტევანი კოსმეტიკსი“ სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასა და გაფართოებას გეგმავს.

ბრენდის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შევედით სააფთიაქო ქსელ GPC-ში. დღეს უკვე წარმოდგენილი ვართ „ავერსის“, „პსპ“-სა და GPC-ის ფილიალებში. ამ ეტაპზე პროდუქცია ყველა ფილიალში არ არის განთავსებული, თუმცა გაყიდვების დინამიკის შესაბამისად შესაძლოა ქსელის გაფართოება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ მიმართულების განვითარებაზეც. ახლახან ჩვენი პროდუქცია განთავსდა extra.ge-ზე და ვაკვირდებით შედეგებს. პარალელურად, სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას ვახორციელებთ - ვატარებთ ფასდაკლების კამპანიებს, მომხმარებლებს ვურიგებთ სპეციალურ ვაუჩერებს და მუდმივად ვზრდით ბრენდის ცნობადობას. მომხმარებლების მხრიდან მიღებული უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია.

ამასთან, ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზეც. უახლოეს პერიოდში გაყიდვაში ჩეშვება არომატული სანთლები, სასურნელე და მყარი დიფუზორები, რაც ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტს კიდევ უფრო გააფართოებს. პირადად ვარ ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში, რადგან მიმაჩნია, რომ ბრენდის განვითარების თითოეული ეტაპი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს“,- განმარტავს ალექსანდრე ბოლქვაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მტევანი კოსმეტიკსი“ ახალ სავაჭრო სივრცეებში შესვლასა და ექსპორტის განვითარებას გეგმავს

28.10.2026.18:00

ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ გაყიდვების არხების გაფართოებასა და ასორტიმენტის განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „მტევანი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე ესაუბრა.

„ზოგადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და კომპანია გაყიდვების მიმართულებით ყოველთვიურად ვითარდება.

რაც შეეხება ასორტიმენტს, ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: გვაქვს როგორც კოსმეტიკის ხაზი, ისე არაკოსმეტიკური მიმართულება - Mtevani Home, რომელიც აერთიანებს სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ოთახის სურნელოვან დიფუზორებსა და ფარდებისა და თეთრეულისთვის განკუთვნილ სურნელოვან პროდუქტებს.

Mtevani Home-ის ხაზს აქტიურად ვავითარებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მისი საშუალებით არაფარმაცევტულ რითეილშიც შევალთ და გავძლიერდებით. ამჟამად ჩვენი კოსმეტიკური პროდუქცია ძირითადად ფარმაცევტულ სექტორზეა ორიენტირებული, თუმცა გვინდა, არაფარმაცევტული მიმართულებაც განვავითაროთ. ეს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი სუპერმარკეტებია.

სუპერმარკეტებში ჩვენს ტრადიციულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, მაგალითად, შამპუნებსა და შხაპის გელებზე, შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, რადგან ამ კატეგორიაში მომხმარებლებს არჩევანის უფრო ფართო შესაძლებლობა აქვთ და სხვა ტიპის პროდუქტებითაც ინტერესდებიან. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, ორივე მიმართულება პარალელურად განვავითაროთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქტიურად ვმუშაობთ გაყიდვების არხების გაფართოებაზე. ძალიან მალე სითი მოლსა და გალერია თბილისში შევალთ. ამჟამად სტენდებით წარმოდგენილი ვართ ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში. შემდგომ ეტაპზე ბათუმი მოლის მიმართულებითაც ვიმუშავებთ და ქსელის გაფართოებას გავაგრძელებთ.

პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულების განვითარებაზეც. ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ყაზახეთია. ამ მიმართულებით საკითხს საფუძვლიანად ვსწავლობთ და უკვე საბოლოო ეტაპზე ვართ, რათა ბაზარზე შესვლის სწორი სტრატეგია შევიმუშაოთ.

გარდა ამისა, გავაფართოეთ მარკეტინგული მიმართულებაც. თუ ადრე ორ ინფლუენსერთან ვთანამშრომლობდით, ახლა ამ პროცესში გაცილებით მეტი, შედარებით მცირე აუდიტორიის მქონე ინფლუენსერია ჩართული. მათმა ნაწილმა თავად გამოიჩინა ინიციატივა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა