მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

„მტევინო“ ინფრასტრუქტურას აფართოებს და სტუმრებს დასვენების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

news image
mbc image

სასტუმრო „მტევინო“ სტუმრებს დასვენებისა და გართობის დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპლექსის ინფრასტრუქტურას პადელის კორტი და ველობილიკი დაემატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერმა, ქეთი ხვედელიძემ ესაუბრა.

„პადელი ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ სპორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან. რეგიონში პადელის კორტების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენი სტუმრებისთვის დამატებითი აქტივობა შეგვეთავაზებინა და სასტუმროს სივრცისთვის პადელის კორტი დაგვემატებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუმრებს მხოლოდ განთავსების სერვისი არ შევთავაზოთ და მათ დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობებიც შევუქმნათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. პადელის კორტთან ერთად, სასტუმროში უკვე გვაქვს საცურაო აუზი და ველობილიკიც, რაც სტუმრებს აქტიური დასვენების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ქეთი ხვედელიძე.

„მტევინო“ სტუმრებს მრავალფეროვან მასტერკლასებს სთავაზობს.

„ოქტომბერი ჩვენთვის განსაკუთრებით დატვირთული პერიოდია და მიმდინარე თვეში სასტუმრო სრულად არის დატვირთული, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად გვსტუმრობენ სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც რთველში მონაწილეობენ.

სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას ვთავაზობთ - ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობიდან დაწყებული, სხვადასხვა კულინარიული მასტერკლასით დასრულებული. მათ შორისაა ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის ცხობა, ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადება. ეს აქტივობები სტუმრებს საშუალებას აძლევს, ქართულ ტრადიციებს უფრო ახლოს გაეცნონ და დასვენებასთან ერთად, ადგილობრივ კულტურაშიც მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერი.

კომპანია სამომავლოდ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს.

„განვითარებას არ ვაჩერებთ და სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას ვაგრძელებთ. წლის დარჩენილ პერიოდში კიდევ სამი კოტეჯის დამატებას ვაპირებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური დასვენების მსურველებისთვის.

ამ ეტაპზე სასტუმროს ტერიტორიაზე ოთხი კოტეჯი გვაქვს, თითოეულში კი ორი ნომერია განთავსებული. გარდა ამისა, მთავარ შენობაში ხუთი ნომერი ფუნქციონირებს. ამჟამად ძირითადად ორპირიან ნომრებს ვთავაზობთ სტუმრებს, რომლებშიც დამატებითი საწოლის განთავსებაც შესაძლებელია. ახალი კოტეჯების დამატება კი მოგვცემს შესაძლებლობას, ოჯახებს უფრო კომფორტული გარემო და განთავსების მეტი არჩევანი შევთავაზოთ.

სამი ახალი კოტეჯის დამატების შემდეგ, საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება და სასტუმრო ჯამურად დაახლოებით 50 სტუმრის მიღებას შეძლებს. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად განვავითაროთ როგორც განთავსების შესაძლებლობები, ისე დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი სერვისები“, - აღნიშნავს ქეთი ხვედელიძე.

ინფორმაციისთვის, „მტევინო“ აერთიანებს ბუტიკურ სასტუმროს, ღვინის ქარხანას, რესტორანს, კულინარიულ მასტერკლასებსა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეებს. კომპლექსი თბილისიდან 40 წუთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15.10.2026.14:12

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმსაქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს.

Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას. 

Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა. 

Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა