მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარაში მოქმედი ბიზნესებიც შეუერთდნენ.  კამპანიაში უკვე Hilltop Batumi, Kopi Brew, Dodonut, Vaio Resort და Lilia Flower Shop ჩაერთნენ.

“ბიზნესის ჯაჭვი” საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ მცირე ბიზნესებს ერთ ჯაჭვში აერთიანებს და მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობადობის ზრდა და გაყიდვების ხელშეწყობაა. ამავდროულად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, საინტერესო ბრენდები და პარტნიორი ბიზნესებისგან სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ.  

აღსანიშნავია,რომ მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა ნებისმიერ მცირე ბიზნესს შეუძლია. 

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ბიზნესებში მომხმარებლებს სპეციალური ბანერებისა და სტიკერების საშუალებით ჯაჭვის სხვა წევრი ბიზნესების აღმოჩენა და მათგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. შედეგად, ერთი ბიზნესის მომხმარებელი სხვა მონაწილე ობიექტებსაც ეცნობა, ბიზნესები კი ერთმანეთისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას ქმნიან.

„მოხარული ვართ, რომ „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ უკვე თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ.  გვჯერა, რომ მცირე ბიზნესებს შორის ასეთი თანამშრომლობა მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარება.  ვიმედოვნებთ, რომ ჯაჭვი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი მცირე ბიზნესი ჩაერთვება“,  - აცხადებენ საქართველოს ბანკის ბიზნესის მარკეტინგის გუნდის უფროსმა, ელენე კვირკველიამ

ინფორმაციისთვის, მცირე ბიზნესის ჯაჭვს ეტაპობრივად ახალი ბიზნესები უერთდებიან. კამპანიაში ჩართული ბიზნესებისა და მათი შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image The Hair Club - თმის აქსესუარები ყოველდღიური სტილისა და თვითგამოხატვისთვის

18.08.2026.18:00

The Hair Club თმის აქსესუარებს ყოველდღიური სტილისა და თვითგამოხატვის ნაწილად აქცევს და მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის ასორტიმენტს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia The Hair Club-ის დამფუძნებელს, ანა დოლიძეს, ესაუბრა.

მოგვიყევით The Hair Club-ის შესახებ - როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

The Hair Club არის ბრენდი, რომელიც შეიქმნა იდეით, რომ თმის აქსესუარი მხოლოდ პრაქტიკული ნივთი არ არის, ის ყოველდღიური სტილისა და ინდივიდუალობის ნაწილია.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც აერთიანებს თავის მოვლას, თვითგამოხატვას და გოგოებს, რომლებიც ერთმანეთის მხარდამჭერები არიან და უყვართ პატარა, ფერადი დეტალები რომლებიც ყოველდღურობას განსხვავებულს ხდის.

The Hair Club მომხმარებელს სთავაზობს როგორც ყოველდღიურ, მარტივად სატარებელ აქსესუარებს, ასევე უფრო განსხვავებულ დიზაინებსა და სასაჩუქრე სეტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად პროდუქტი, არამედ მთლიანად გამოცდილება, დიზაინიდან და შეფუთვიდან დაწყებული, კომუნიკაციითა და ვიზუალური სამყაროთი დასრულებული.

როგორია პროდუქციის ასორტიმენტი და რა მიდგომით არჩევთ აქსესუარებს, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ?

ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია - გვაქვს სხვადასხვა დიზაინის თმის კლანჭები, პატარა სამაგრები, სქრანჩები, ბაფთები, სავარცხლები, თმის ჯაგრისები, კრისტალებით გაფორმებული აქსესუარები და სპეციალურად შექმნილი სასაჩუქრე სეტები.

პროდუქტების შერჩევისას ჩემთვის სამი რამ არის მთავარი: უნიკალური და დასამახსოვრებელი დიზაინი, რომელიც სხვაგან არ შეგხვდებათ; რამდენად მარტივად შეიძლება გახდეს ეს აქსესუარი ყოველდღიური სტილის ნაწილი; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად გამოხატავს ის გოგოების ესთეტიკას, ხასიათსა და განწყობას.

გვინდა, რომ The Hair Club-ში ყოველთვის იყოს დამახასიათებელი, მხიარული და განსხვავებული დიზაინები. მაგალითად, ჩვენი Signature Collection სწორედ სხვადასხვა ხასიათისა და განწყობის გარშემოა შექმნილი, თითოეულ დიზაინს თავისი სახელი, ფერი და ხასიათი აქვს, რათა მომხმარებელმა ის აქსესუარი იპოვოს, რომელშიც საკუთარ თავს ყველაზე მეტად დაინახავს.

რა გამოარჩევს The Hair Club-ს კონკურენტულ გარემოში და რა არის ბრენდის მთავარი ღირებულება?

The Hair Club-ის მთავარი განსხვავება ჩემთვის ისაა, რომ ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ თმის აქსესუარებს. ჩვენ ვქმნით ბრენდს, რომლის ნაწილად ყოფნაც გოგონებს უნდათ და სიამოვნებთ.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ თუ როგორი ემოცია უნდა ჰქონდეს მომხმარებელს შეკვეთის მიღებისას. მაგალითად, შეფუთვისას სპეციალურ სურნელს ვიყენებთ, რომელიც უკვე ჩვენი ბრენდის ერთგვარ ხელწერად იქცა და მომხმარებლებისგან განსაკუთრებით ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ The Hair Club-ის გამოცდილება მხოლოდ ვიზუალური არ იყოს.

ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება community-ს შექმნაა. სახელიც "The Hair Club" სწორედ აქედან მოდის. გვინდა, ეს იყოს პატარა კლუბი გოგოებისთვის, სადაც სილამაზე მხოლოდ გარეგნობას არ უკავშირდება. ეს არის თავდაჯერებულობა, საკუთარი სტილის გამოხატვა და ერთმანეთის მხარდაჭერა.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ერთი შეხედვით პატარა აქსესუარი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების და სტილის საყვარელ დეტალად ვაქციოთ.

რა გეგმები აქვს კომპანიას განვითარების მიმართულებით და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი მომავალში?

The Hair Club ჯერ განვითარების ძალიან საინტერესო ეტაპზეა და წინ ბევრი იდეა გვაქვს. პირველ რიგში, ვგეგმავთ ასორტიმენტის ეტაპობრივ გაფართოებას, ახალი კოლექციებისა და განსხვავებული დიზაინების დამატებას, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდასთან ერთად ბრენდმა საკუთარი იდენტობა არ დაკარგოს.

მომავალში მომხმარებელს შეუძლია ელოდოს უფრო მეტ ლიმიტირებულ და თემატურ კოლექციას, ახალ სასაჩუქრე სეზონურ სეტებსა და პერსონალიზაციის შესაძლებლობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბრენდი გაიზარდოს თავის მომხმარებელთან ერთად, მუდმივად შემოგვქონდეს რაღაც ახალი და უკეთესი, მაგრამ შევინარჩუნოთ ის მხიარული, ქალური და ცოტათი sparkly ხასიათი, რითაც The Hair Club შეიქმნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა