მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მცირე და საშუალო ბიზნესებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ბანკის ახალი სესხით და მიიღონ 2% - მდე ფასდაკლება დოლარსა და ევროში

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით, ბანკი მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობას აძლევს. ახალი სესხის აღების შემთხვევაში დოლარსა და ევროში ბიზნესები  2%-მდე ფასდაკლებას  მიიღებენ.

საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე) შეუძლიათ. სესხის  ვადა  კი 120 თვეს შეადგენს.

„ჩვენი გუნდი ბიზნეს მომხმარებლებისთვის  მათ ინტერესებსა და  საჭიროებებზე დაყრდნობით შეთავაზებების შექმნაზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ამჯერად, ბანკი მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს ახალი სესხის აღება 2% იანი ფასდაკლებით, ევროსა და დოლარში, ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლიათ. ეს შეთავაზება მათთვის არის ვისაც  დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული ბიზნესის გააფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების  დამატება, უკეთესი პირობებით. მსგავსი შეთავაზებებით გვსურს ხელი შევუწყოთ მეწარმეებს და მივცეთ ახალი შესაძლებლობები, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილი და უფრო მეტად გაძლიერდნენ “, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

შეთავაზების შესახებ მეტი ონფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა