მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოს ბანკი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

news image
mbc image

ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ჯერ კიდევ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობას აძლევს მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას. ასევე, მიიღონ მენტორინგი სფეროს პროფესიონალებისგან, როტაციის პრინციპით დააგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მათთვის საინტერესო სფეროში, რაც მომავალი კარიერული საფეხურის არჩევაში დაეხმარება. ამასთან, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საქართველოს ბანკის გუნდის წევრები. პროგრამას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, მათმა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად ამჯერად საქართველოს ბანკმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები დაიწყო.

მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირებას ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისსა და წნორში გადიან. საშუალო ბიზნესის მიმართულებით კი სტაჟიორები როტაციული პრინციპით სტაჟირებას ბათუმსა და თბილისში, საშუალო ბიზნესის გაყიდვებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტებში  მონაცვლეობით გაივლიან.

სტაჟირების პროგრამა აერთიანებს როგორც სამუშაო პრაქტიკას, ასევე, მენტორინგსა და ტრენინგებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, სხვა რეგიონების მოცვა და სტაჟიორების შერჩევა წლის ბოლომდე კვლავ იგეგმება. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები და სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტზე.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც სტუდენტების შემთხვევაში სრულად იქნება მორგებული მათ ინდივიდუალურ აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი მათ  ბანკში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, ჩვენ რეგიონებში სტაჟირების პროგრამას ვახორციელებთ. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სტაჟიორებს გაუწევს მენტორინგს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, ახალი ცოდნის შეძენასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი პროექტების განხორციელებას, რათა დავეხმაროთ დამწყებ ტალანტებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს ტალანტების განვითარების პროგრამების გუნდის ხელმძღვანელი, ელენე ქათამაძე.

სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საქართველოს ბანკის კარიერის გვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი საზაფხულო სტაჟირების პროგრამასაც ახორციელებს. მასში მონაწილეობა  იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მათ შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილება მიიღონ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა