მცირე და საშუალო ბიზნესს რაც უნდა ვურჩიოთ არის ის, რომ იყვნენ გამბედავები - დავით ბირმანი
„უმეტესად, კომპანიები ძალიან მარტივად ზომავენ მარკეტინგის ეფექტურობას გაყიდვების მაჩვენებლებით“, - აცხადებს მარკეტერი დავით ბირმანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით. მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა ბიზნესისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან გაყიდვების შედეგების შეფასებისას ხშირად რთულია დადგინდეს, პრობლემა ლიდერობის ხარისხში იყო თუ მათი კონვერტაციის პროცესში.
დავით ბირმანი ამბობს, რომ მსოფლიოში დიჯიტალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მარკეტინგის შედეგების შეფასება სულ უფრო ზუსტი ხდება.
„ტრადიციული მარკეტინგის დროს რისი დათვლაც გვიჭირდა, ციფრულში ის ბევრად უფრო გვიადვილდება და არა მარტო წელს ან შარშან, ათი-თხუთმეტი წელია უკვე გვიადვილდება. უბრალოდ ციფრული მარკეტინგის დოზამ რადგან მოიმატა მთელი მარკეტინგის სურათში ასე ვთქვათ, ამიტომ დათვლადი ნაწილი ამ საქმიანობის ბევრად უფრო გაიზარდა. შესაბამისად ამ ნაწილში ბევრად უფრო კომფორტულია. ზოგადად მგონია, რომ მარკეტერი თუ 15 წლის წინ ნიშნავდა სარეკლამო სააგენტოსთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანს, დღეს ის არის 80 პროცენტი მათემატიკოსი და 20 პროცენტი არის მასში ის ძველი უნარები რაც იყო. ბევრად უფრო რიცხვებზე ორიენტირებული არის დღეს, მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციის მხარეც კი, რომელიც ადრე არ მოითხოვდა ამხელა მათემატიკურ უნარებს“, - ამბობს დავით ბირმანი.
მარკეტერის შეფასებით, ბიზნესისთვის ციფრულ მარკეტინგში წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ექსპერიმენტირების მზაობა და შეცდომებისგან სწავლაა, რადგან ონლაინ სივრცეში შესაძლებლობები მცირე და დიდი კომპანიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
მთავარი დაშვება, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ მსჯელობაში, არის ის, რომ საპარიკმახერო და ქარხანა ციფრულ სივრცეში აბსოლუტურად თანაბარ პირობებში არიან. ანუ, არანაირი განსხვავება არ არის, ვინ შემოდის ამ ურთიერთობაში.
მთავარია ის, რასაც ისინი შექმნიან. ის საკომუნიკაციო პროდუქტი. ანუ, თუ რამით გამოირჩევა და არასტანდარტულია, ის ხალხისთვის საინტერესო ხდება. იმიტომ, რომ აი, ამ ორწამიან მონაკვეთში, როცა მომხმარებელმა შემდეგი თითი უნდა აკრას (ეკრანს), ყველას აქვს შანსი და ეს შანსი არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ მილიონიანი, თუ რამდენიმე ათას ლარიანი კომპანიაა.
შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესს რაც უნდა ვურჩიოთ არის, რომ იყვნენ გამბედავები ანუ ონლაინ და არანაირად საკუთარმა ზომამ არ უნდა შეაწუხოს არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით. მეორე რაც არის, რომ ძალიან ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტი შექმნილია ზუსტად მცირე გამოცდილების მქონე ოპერატორისთვის. ანუ ისეთი ადამიანებისთვის ვისაც არ ჰყავს ცალკე ადამიანი. იმისთვის რომ შედეგს მიაღწევინოს ან რაღაც დიდი გუნდი არ ემსახურება - არის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი თვითონ პლატფორმებზე, რომელიც გეხმარება, რომ მინიმალური ხარჯითაც გარკვეული აქტივობა წამოიწყო. და მერე არის უკვე ძალიან მარტივი რაღა - ღილაკია, დააჭერ, ან მოხდება ან არ მოხდება, არაფერი არ ფეთქდება ხომ? ამიტომ მთავარია, რომ დააჭირო, სცადო. ბევრი ბიზნესი დღემდე არის მოწყობილი ისე, რომ შეცდომის უფლებას არ აძლევს მის თანამშრომელს. ანუ თითქოს იქ თუ რაიმე კამპანიამ ან რაიმე ნაბიჯმა ის პერფორმანსი არ მოიტანა რაც ჩაფიქრებული იყო, ამაზე არის ძალიან დიდი სტრესი. მთავარი, რაც მცირე ბიზნესიდან დაწყებული უდიდეს ბიზნესამდე უნდა გაითვალისწინონ, არის რომ შეცდომის უფლება ყველას აქვს - ეს ერთი, მთავარია ამ შეცდომებზე რამდენად ვსწავლობთ და მთავარია, რომ ყველა კამპანია, რომელიც თუნდაც არ იყო წარმატებული, ამ კამპანიიდან ვისწავლოთ რამ გაამართლა, რამ არ გაამართლა და შემდეგ ჯერზე უბრალოდ რამაც გაამართლა იმას ჩავაჭიროთ“, - ამბობს დავით ბირმანი.
სხვა სიახლეები
კომპანიები ძალიან მარტივად ზომავენ მარკეტინგის ეფექტურობას გაყიდვების მაჩვენებლებით - დავით ბირმანი
10.06.2026.12:30
„უმეტესად, კომპანიები ძალიან მარტივად ზომავენ მარკეტინგის ეფექტურობას გაყიდვების მაჩვენებლებით“, - აცხადებს მარკეტერი დავით ბირმანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით. მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა ბიზნესისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან გაყიდვების შედეგების შეფასებისას ხშირად რთულია დადგინდეს, პრობლემა ლიდერობის ხარისხში იყო თუ მათი კონვერტაციის პროცესში.
დავით ბირმანი ამბობს, რომ მსოფლიოში დიჯიტალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მარკეტინგის შედეგების შეფასება სულ უფრო ზუსტი ხდება.
„ტრადიციული მარკეტინგის დროს რისი დათვლაც გვიჭირდა, ციფრულში ის ბევრად უფრო გვიადვილდება და არა მარტო წელს ან შარშან, ათი-თხუთმეტი წელია უკვე გვიადვილდება. უბრალოდ ციფრული მარკეტინგის დოზამ რადგან მოიმატა მთელი მარკეტინგის სურათში, ამიტომ დათვლადი ნაწილი ამ საქმიანობის ბევრად უფრო გაიზარდა. შესაბამისად ბევრად უფრო კომფორტულია. ზოგადად მგონია, რომ მარკეტერი თუ 15 წლის წინ ნიშნავდა სარეკლამო სააგენტოსთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანს, დღეს ის არის 80 პროცენტი მათემატიკოსი და 20 პროცენტი არის მასში ის ძველი უნარები რაც იყო. ბევრად უფრო რიცხვებზე ორიენტირებული არის დღეს, მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციის მხარეც კი, რომელიც ადრე არ მოითხოვდა ამხელა მათემატიკურ უნარებს“, - ამბობს დავით ბირმანი.
მარკეტერის შეფასებით, ბიზნესისთვის ციფრულ მარკეტინგში წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ექსპერიმენტირების მზაობა და შეცდომებისგან სწავლაა, რადგან ონლაინ სივრცეში შესაძლებლობები მცირე და დიდი კომპანიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
„მთავარი დაშვება, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ მსჯელობაში, არის ის, რომ საპარიკმახერო და ქარხანა ციფრულ სივრცეში აბსოლუტურად თანაბარ პირობებში არიან. ანუ, არანაირი განსხვავება არ არის, ვინ შემოდის ამ ურთიერთობაში.