მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მცირე და საშუალო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. ამ სექტორის  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპზე, ცვლილებები შედის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ძირითად პროგრამებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამომავლო განვითარებას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს - უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული  ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში,  ჯამში, მცირე და საშუალო სექტორში  3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, 3 მილიარდ ლარს აღემატება.

„შესაბამისად, სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომლებიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას - ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება,  ასევე სამნახევარჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ორნახევარჯერ  გაზრდილია ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და დაახლოებით 30 პროცენტით არის გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების მუდმივი ადაპტირება  ბიზნესის საჭიროებების მიხედვით პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გაგრძელდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა