მცურავი საშუალებების განახლება და გაფართოება - რა გეგმები აქვს Borani River Tour-ს
ჩვენი მთავარი სიახლე არის ის, რომ ბორანი განვაახლეთ და შევცვალეთ დიზაინი , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანია Borani River Tour - ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე ქიტიაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი მთავარი სიახლე ის არის, რომ ბორანი განვაახლეთ - შევცვალეთ დიზაინი, გარკვეული დეტალებიც გადავაკეთეთ და სივრცე უფრო კომფორტული გავხადეთ. გარდა ამისა, ცვლილებები შევიტანეთ მენიუში: მოთხოვნა ქართულ სამზარეულოზე იყო და შესაბამისად, გავზარდეთ ქართული კერძების რაოდენობა “, - აცხადებს კონსტანტინე ქიტიაშვილი.

ჯავშნების კუთხით ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა მოლოდინი პოზიტიურია.
„საერთაშორისო კონფლიქტმა გავლენა იქონია როგორც ტურიზმზე, ისე ჩვენს სფეროზე. ამ ეტაპზე ტურისტების ზრდა არ შეინიშნება - სამწუხაროდ, ბევრი ჯავშანი გაუქმდა. აპრილი-მაისის პერიოდში კლებაც გვაქვს, თუმცა ვნახოთ, რა იქნება ზაფხულის სეზონზე.
ვცდილობთ აქტიურად ვიმუშაოთ. ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, პოზიტიურია - ზაფხულის ჯავშნები სასტუმროებში მზარდია. მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორში ყველა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში ვართ: შესაბამისად, თუ სასტუმროების ჯავშნები იზრდება, სხვა ტიპის მომსახურებებზეც მოთხოვნა მატულობს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Borani River Tour აქტიურად გეგმავს გაფართოებას და სხვადასხვა მცურავი საშუალებების დამატებას.
„სამომავლოდ ვგეგმავთ მცურავი საშუალებების დამატებასა და განახლებას, თანამედროვე ტიპის ნავების შემოყვანას და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული სერვისის შეთავაზებას “, - აღნიშნავს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - გიორგი დოლიძე
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - გიორგი დოლიძე
18.05.2026.13:00
ნიშური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა მის შედეგებს დრო სჭირდება, - ამის შესახებ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, პარალელურად აუცილებელია მასობრივი ტურისტული ნაკადების შენარჩუნება, რომელიც ბაზარს სტაბილურ დატვირთულობას უზრუნველყოფს.
„ვიტყოდი, რომ ნიშური ტურიზმი საკმაოდ კარგია, თუმცა მას დრო სჭირდება და რთულად მისაღწევია. იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და მხოლოდ ნიშურ ტურიზმს არ დაველოდოთ, ამასობაში საკმაოდ გააქტიურებული და კარგად განვითარებული მასობრივი მიმართულებები გვაქვს. ვფიქრობ, ეს პროცესი არ უნდა შეწყდეს, რადგან, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა წლიდან წლამდე მასობრივად გამარაგებს საბაზისო დატვირთულობით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
მერე უკვე ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ყველა ლოკაციას, მათ შორის თბილისშიც, უბნების მიხედვითაა დაყოფილი, თუ ზოგიერთ უბანში რომელი სეგმენტის ტურისტი დადის და ზოგიერთში - რომელი. ანუ, საბოლოო ჯამში, სტრატეგიები იქითკენ არის მიმართული, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ. სწორედ ამიტომ ემატება ფრენები, რაც ზურგს გიმაგრებს, რომ მათ შესაბამისი კომფორტი შეუქმნა, და ამიტომაც შენდება წლიდან წლამდე ამდენი ბრენდული თუ მაღალი კლასის ობიექტი“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის კუთხით.
„10 წლის წინანდელ პერიოდს რომ შევადაროთ, საგრძნობლადაა გაზრდილი იმ საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ეს ხდება სწორედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს სერვისის დონე და ჩამოსულ სტუმრებს მაღალი კლასის დასვენება შევთავაზოთ.
როგორც წეღან ვსაუბრობდით, ამ მიმართულებებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია გასართობი ღონისძიებების გააქტიურება და გამრავლება, რადგან გართობა სწორედ ის ფართო სპექტრია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზო განსხვავებულ სეგმენტებს. ჩვენ ვიცით, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები, როგორც წესი, ჯგუფურად, ავტობუსებით არ გადაადგილდებიან - ისინი უფრო ინდივიდუალურ სერვისებზე არიან ორიენტირებულები და, შესაბამისად, მზად არიან, ამაში თანხაც გადაიხადონ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გასართობი საშუალება გვექნება ქვეყანაში და რაც უფრო მეტად დავაპოზიციონირებთ, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ერთდროულად შეუძლია თავის გემოვნებას მოარგოს აქ მიმდინარე აქტივობები, ეს, დროთა განმავლობაში, სწორედ იმ ნიშური მიმართულების სეგმენტთან კიდევ უფრო მიგვაახლოებს“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დირექტორი.