მწვანე გზის განვითარება საქართველოში - პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) და მისი უპირატესობების გაცნობა მეწარმეებისთვის
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 24 აპრილს მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების, სააგენტოების, ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების სასწავლო სემინარი გაიმართება, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიისა და ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის გაცნობას ემსახურება.
ღონისძიებაში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია მწვანე და წრიულ ეკონომიკასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისა (RECP) და გარემოს დაცვის საკითხებთან. შეხვედრა ორგანიზებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან და PRé Sustainability-ისთან (ნიდერლანდები) თანამშრომლობით.
ონლაინ ფორმატში ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.
ღონისძიების მიზანია პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხაზგასმით.
ღონისძიების თემატიკა მოიცავს:
EU4Environment-ის და ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის წარდგენა
EU4Environment-ის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ნერგავს ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივასა და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში UNIDO-ს კონტრაქტორი ორგანიზაციაა CIVITTA- საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს გარემოსდაცვითი და მდგრადობის პროექტების განხორციელების კუთხით.
გაიგეთ მეტი ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივასა და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შესახებ ჩვენი ბუკლეტიდან: პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) განვითარება ( ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე)
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.