მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

news image
mbc image

სელფი მობაილის აპლიკაცია MyCellfie, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, Globee Awards for Technology-ის ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა კატეგორიაში 2026 წლის საუკეთესო მობილური აპლიკაცია / პლატფორმა (Best Enterprise-Grade Mobile Application or Platform).

Globee Awards for Technology მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროდუქტებსა და ციფრულ გადაწყვეტილებებს აფასებს.

MyCellfie ერთიანი ციფრული სივრცეა მომხმარებლებისთვის, რომელიც აერთიანებს მობილური მომსახურებების მართვასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

MyCellfie მუდმივად ვითარდება, რათა მომხმარებელმა მობილური მომსახურებები უფრო მარტივად მიიღოს. ბოლო განახლებებით: გამარტივდა აპლიკაციაში შესვლა, საკუთარი და სხვა ნომრის ბალანსის შევსება, პაკეტების შეძენა და როუმინგით სარგებლობა. განახლებული ნავიგაცია და მთავარი გვერდი მომხმარებელს დარჩენილი ინტერნეტის, წუთებისა და სხვა რესურსების სწრაფად ნახვაში ეხმარება, გადახდამდე კი უფრო მკაფიოდ აჩვენებს გადასახდელი თანხის განაწილებას. Სულ ახლახანს, აპლიკაციას დაემატა საბანკო ანგარიშიდან გადახდის შესაძლებლობაც.

„MyCellfie-ს განვითარების მთავარი მამოძრავებელი, მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილებაა - რამდენად მარტივად პოულობს საჭირო მომსახურებას, ასრულებს სასურველ მოქმედებას და იღებს მისთვის ღირებულ შეთავაზებას. Ამიტომაც, ახალი ფუნქციების დამატებასთან ერთად, მუდმივად ვამარტივებთ არსებულ პროცესებსაც. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის ეს მუშაობა ასეთ მაღალ საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. Ჩვენთვის ეს დამატებით მოტივაციის საფუძველია“, - აცხადებს ია კუპატაძე, სელფი მობაილის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი.

Globee-ს ჯილდო MyCellfie-სთვის წელს მესამე საერთაშორისო აღიარებაა -  2026 წელს აპლიკაცია Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა, საუკეთესო აპლიკაციის კატეგორიაში და, ასევე, მოიპოვა Global Recognition Award-ი, მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა