MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ჩვენი აპლიკაცია MyCellfie საერთაშორისო პლატფორმის - Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა.
Best Mobile App Awards ავლენს აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებით, სიმარტივით, ფუნქციონალითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.
Მოხარულები ვართ, რომ ჯილდო დაიმსახურა ჩვენი მომხმარებლების საყვარელმა აპლიკაციამ. MyCellfie უკვე დიდი ხანია ჩვენი აბონენტების რჩეული ციფრული სივრცეა, სადაც ერთი აპით მართავენ ყველაფერს - ბალანსიდან და პაკეტებიდან დაწყებული, პერსონალიზებული შეთავაზებებით, ლოიალობის პლატფორმით და სხვადასხვა ყოველდღიური სერვისებით დასრულებული.
MyCellfie არა მხოლოდ მრავალფუნქციური, არამედ მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა თითქმის 60%-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 მომხმარებლიდან თითქმის 6 MyCellfie-ს იყენებს.
MyCellfie-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა Vodafone-თან პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ლოიალობის პლატფორმა Happy, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე აძლევს წვდომას. აპლიკაციაში ინტეგრირებულია Bonus Steps ფუნქციონალი, რომელიც ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას ინტერნეტ ბონუსებად აქცევს.
„ეს ჯილდო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ მომხმარებლის გამოცდილებასა და იმ ყოველდღიურ ღირებულებას უკავშირდება, რომელსაც MyCellfie ქმნის. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ადამიანებისთვის რაც შეიძლება მარტივი და სასარგებლო გავხადოთ - ისე, რომ აპლიკაცია არ იყოს უბრალოდ სერვისი, არამედ რეალურად პასუხობდეს მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“, - აცხადებს ია კუპატაძე, ციფრული მიმართულებების და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge;
ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
27.05.2026.10:36
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ,,ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. შემდეგი სესია 28 მაისს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში’’ გაიმართება და ის აგრობიზნესის თემატიკას დაეთმობა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეული სპიკერები: ,,ტელაგრის“ დამფუძნებელი - ირაკლი ჩიქავა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და ,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელი - ბექა გონაშვილი, დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოვიწყოთ აგრობიზნესი, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გზაზე და სად უნდა მოვიძიოთ რესურსები აგროსაქმიანობის დასაწყებად.
28 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების და გამოწვევების წარმოჩენა და მათ საპასუხოდ, ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებაა.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!