მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მზა „სადილის“ მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსი“ კუბის ბაზარზე შევიდა

news image
mbc image

მზა „სადილის“ მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსი“ კუბის ბაზარზე შევიდა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა ამიკო კალანდიამ განაცხადა, 2024 წელს „ჯეონატურალსის“ გაყიდვები 20%-ით გაზარდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც მოახერხა შესვლა.

„2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაყიდვების დაახლოებით 20%-იანი ზრდა გაქვს, საუბარია როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების ზრდით. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ სუპერმარკეტების ახალ ქსელებში შევედით, როგორიცაა „მაგნიტი“, „ზღაპარი“. ამ მხრივ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ ასევე „დეილისთან“, „გვირილასთან“, „ორ ნაბიჯთან“, „სპართან“ და იმედი გაქვს, რომ 2025 წელს ამ ქსელებშიც ვიქნებით წარმოდგენილები. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის დასაწყისში შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამას დაემატა უკრაინასა და კუბაში ექსპორტი. კუბაში ჯერჯერობით საცდელი პარტიები გადავიზიდეთ და ვაკვირდებით. ჩვენგან პროდუქცია კომპანიამ გაიტანა, რომელიც შემდგომ მას იქაურ სუპერმარკეტების ქსელს მიაწვდის. ზოგადად, საექსპორტო ბაზრებზე ჩვენ სუპერმარკეტებთან კომუნიკაცია არ გაქვს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს,  „ჯეონატურალსის“ პროდუქცია იყიდება „ობას“ და „გრანდ მარტის“ ქსელებში.  

„ჯეონატურალსის“ წარმომადგენელი  განმარტავს, რომ 2024 წელს წარმოებული პროდუქციის 10%-ი ექსპორტზე გავიდა, ხოლო 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. 

„2025 წლისთვის ექსპორტის ზრდას ვგეგმავთ, თებერვალში წარვდგებით დუბაიში დაგეგმილ გამოფენაზე და იმედი გაქვს, რომ წინა პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები გაგრძელდება და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშიც განვახორციელებთ ექსპორტს. ასევე, ზაფხულში მივემგზავრებით აშშ-ში გამოფენაზე და იმედი გაქვს, რომ ამ ბაზარზეც წარმატებებს მივაღწევთ. რადგანაც ამერიკაში პროდუქციის გატანაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გაქვს ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს  ამიკო კალანდია.

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების და ექსპორტის ზრდის პარალელურად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოებაც. როგორც ამიკო კალანდია განმარტავს, იმ გეგმებს, რაც გეგმებიც „ჯეონატურალსს“ გააჩნია არსებული სიმძლავრეები არ ყოფნის.

„ამიტომ უკვე შეძენილი გაქვს ახალი დანადგარები. თვითონ საწარმოს შენობის გაფართოებასაც ვაპირებთ. ამ გაფართოებისთვის დაახლოებით 0,5 მლნ ლარის ინვესტირებას ვარაუდობთ. 

რაც შეეხება ასორტიმენტს, ჯერჯერობით მისი გაზრდა არ იგეგმება, რადგანაც საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ირკვევა, რომ “სადილის“ ასორტიმენტში დღეისათვის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებია: მოშუშული ხორცი, ლობიო და ოსტრი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა