მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
თიბისის მობაილბანკში წლის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იწყება. სულ მალე, ,,საგანძურის მარათონის” მონაწილეები საგვარეულოებად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პრიზების მოსაგებად, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებიან.
,,საგანძურის მარათონი’’ საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის შედგენილ ქვიზს შეავსებენ, რომელიც მათ ფინანსური ქცევებს გამოავლენს და შესაბამის საგვარეულოში გაანაწილებს.
თიბისის მობაილბანკი, თამაშის მონაწილეებს, ყოველდღიური და ყოველთვიური მისიების შესრულებას, მონეტების დაგროვებას და სრულიად ახალ ციფრულ გამოცდილებას შესთავაზებს. ყოველი დღის, კვირისა და თვის ბოლოს ოთხი საგვარეულოს თითო მედროშე დასაჩუქრდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას კი, მხოლოდ ფინალში გადასული საგვარეულოს წევრები შეძლებენ.
მარათონის მიზანი ამჯერადაც უცვლელია. შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება და კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი მომხმარებლებისთვის.
თამაშის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:
https://link.tbc.ge/treasure-marathon
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.