მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

მზარდი ინტერესი რაჭის მიმართ და განვითარების ახალი გეგმები - როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს „სასტუმრო შაორი“

news image
mbc image

რაჭაში მდებარე „სასტუმრო შაორი“ მიმდინარე ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით და პოზიტიური მოლოდინებით ხვდება. სასტუმროს გენერალური მენეჯერის, ირაკლი ჯმუხაძის თქმით, რაჭის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მოკლე ტურისტული სეზონი რჩება. მისივე განმარტებით, Hotel Shaori სამომავლოდ ზამთრის ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას.

რა სიახლეებით ხვდებით წლევანდელ ტურისტულ სეზონს? 

წლევანდელ სეზონს განახლებული გარემოთი ვხვდებით. უფრო კეთილმოვაწყვეთ ეზო, შიდა სივრცეებსაც რამდენიმე სიახლე შევმატეთ და ვიზიტორებისთვის გარემო კიდევ უფრო კომფორტული გავხადეთ. გარდა ამისა, ყოველწლიურად, ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, სასტუმროში აუცილებელი კოსმეტიკური და სარემონტო სამუშაოები ტარდება, რადგან რეგიონის კლიმატური პირობები ინფრასტრუქტურაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. შესაბამისად, ყოველი ახალი სეზონის დაწყებამდე საჭირო კოსმეტიკურ-სარემონტო სამუშაოებს ვატარებთ.

რა ტენდენციებს ხედავთ დღეს რაჭის ტურიზმში? იზრდება თუ არა რეგიონის მიმართ ინტერესი და როგორ აისახება ეს Hotel Shaori-ის საქმიანობაზე?

ყოველწლიურად რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ჩვენს ჯავშნებზეც აისახება. ეს ძალიან პოზიტიური ტენდენციაა როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად რეგიონის ტურისტული ობიექტებისთვის. თუმცა, მთავარი გამოწვევა კვლავ მოკლე ტურისტული სეზონია - ყველაზე აქტიური პერიოდი ძირითადად ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოა. ჩვენ მუშაობას ივნისის დასაწყისიდან ვიწყებთ, თუმცა ვისურვებდით, რომ აქტიური სეზონი მაისიდან ნოემბრამდე გაგრძელდეს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს როგორც ტურისტული ბიზნესის განვითარებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.

როგორია თქვენი მოლოდინი 2026 წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით? 

სეზონი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ივნისში წინასწარი ჯავშნების კარგი მაჩვენებელი გვქონდა და დატვირთვაც დამაკმაყოფილებელი იყო. უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნები ივლისისა და აგვისტოს პერიოდზეც, ამიტომ დადებითი მოლოდინები გვაქვს.

ჩვენი სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, ამ მასშტაბის ობიექტი შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე პრაქტიკულად ერთადერთია, რის გამოც მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? მუშაობთ თუ არა ახალ პროექტებზე ან გაფართოებაზე?

ჩვენი მთავარი მიზანია, „სასტუმრო შაორი“ ოთხსეზონიან ტურისტულ ობიექტად ვაქციოთ. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ზამთრის ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. გვინდა, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სათხილამურო ტრასა მოვაწყოთ. შაორის ტბის მიმდებარე ზონაში უხვი ნალექი მოდის და თოვლი ხშირად მაისის შუა რიცხვებამდეც ნარჩუნდება, რაც ზამთრის ტურიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობას ქმნის. ეს პროექტი საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს, თუმცა აქტიურად განვიხილავთ მის განხორციელებას, რადგან ზამთრის სეზონზე სასტუმროს დატვირთვის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინფორმაციისთვის, კომპლექსი 2020 წლიდან ოპერირებს და აერთიანებს, როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის სივრცეს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში | „ჩელთის“ კომერციული დირექტორი

21.08.2026.12:00

„ჩელთი“ ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგების, საექსპორტო მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი ესაუბრა.

როგორი იყო 2026 წლის პირველი 6 თვე კომპანიისთვის - რა შედეგებით, სიახლეებითა და საერთაშორისო აქტივობებით გამოირჩეოდა ეს პერიოდი?

წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. პირველი საერთაშორისო აქტივობა მადრიდში, Madrid Fusion-ზე გვქონდა, სადაც ესპანეთის ბაზარზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყარეთ. დღეს, „ჩელთის“ ღვინო წარმოდგენილია თითქმის ყველა მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანში და ასევე არაერთ ადგილობრივ, ესპანურ რესტორანშიც.

შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ Wine Paris Expo-ზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის გამოფენაა. თუ ადრე ეს გამოფენა დიუსელდორფში ტარდებოდა, ახლა უკვე პარიზშია გადმოტანილი და საერთაშორისო შეხვედრების ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. იქ შევხვდით პარტნიორებს როგორც აზიიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან. ფაქტობრივად, პარიზში უკვე თებერვალში განვსაზღვრეთ წლის ძირითადი პროგნოზები და დაგეგმილი აქტივობები.

ამავე პერიოდში შევხვდით ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებსაც. წელს ჩვენი ღვინო შევიდა ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ ქსელში, რამაც გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი.

შემდეგ გადავინაცვლეთ დიუსელდორფში, სადაც გერმანიის ბაზარზე სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ. დიუსელდორფში ყოველწლიურად ჩავდივართ, რადგან გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქ წარმოდგენილი ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში და გვაქვს თანამშრომლობა. ყოველწლიური ვიზიტების მიზანია არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება, ახალი პროდუქციის წარდგენა და გერმანელი მომხმარებლისთვის ჩვენი ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაცნობა.

შემდეგი მიმართულება დიდი ბრიტანეთი იყო, სადაც მონაწილეობა მივიღეთ London Fashion Week-ის ფარგლებში გამართულ აქტივობებში როგორც „ჩელთის“, ისე Tipsy Baby-ის ბრენდებით. Tipsy Baby უფრო ახალგაზრდულ სეგმენტზეა ორიენტირებული. ლონდონში ასევე ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის Pop-up აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ ჩავდივართ ბრიტანეთში, რათა ბრენდის პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზეც. უკვე გავაგზავნეთ პროდუქცია და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა. პერიოდულად ვმონაწილეობთ სომელიეებისა და ღვინის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ამერიკულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება.

ასევე გვქონდა აქტივობები იაპონიაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ნაწილობრივი თანადაფინანსებით მონაწილეობა მივიღეთ Road Show-ში, რომელიც იაპონიის სამ ქალაქში გაიმართა. მათ შორის ვიყავით იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე ქართული ღვინო ნაკლებად იყო წარმოდგენილი. იაპონიაში უკვე გვაქვს პოზიციონირება, თუმცა ახლა ახალი პარტნიორობების ეტაპზე ვართ და ველოდებით, რომ ეს თანამშრომლობები რეალურ შეკვეთებში გადაიზრდება.

ჩინეთის მიმართულებითაც აქტიურად ვვითარდებით. ჩენდუში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. გასულ წელს ჩინეთში შევქმენით საკუთარი საწყობი და დავაარსეთ კომპანია, ხოლო 2026 წელს უკვე ამ მიმართულების პირველი შედეგები გამოჩნდა. გვიკავშირდებიან როგორც მცირე დისტრიბუტორები, ასევე კერძო მყიდველები.

ჩინეთში ციფრული მარკეტინგის მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ - განსაკუთრებით WeChat-ისა და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ასევე ვიყენებთ Alibaba-ს პლატფორმას, სადაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ქართული პროდუქტები განთავსდა და მათ შორის ჩვენი ღვინოც არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებებს, ორი ძირითადი არხი გვაქვს: ერთი არის HoReCa-ს მიმართულება - რესტორნები, სასტუმროები, დისტრიბუტორები და პარტნიორები, ხოლო მეორე - პირდაპირი გაყიდვები მომხმარებელზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების საშუალებით. ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ონლაინ შეკვეთა არის შესაძლებელი და დღეს უკვე თითქმის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შეძენა Chelti.com -ის საშუალებით.

რა შედეგები ჰქონდა კომპანიას ღვინის კონკურსებსა და შეფასებებში?

საერთაშორისო შეფასებებში საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წარმატებული შედეგი ვაჩვენეთ - წარმოდგენილი ხუთი კატეგორიიდან ოთხში ოქროს მედალი მივიღეთ.
ასევე აქტიურად ვაგზავნით ნიმუშებს სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაციებზე. „ჩელთის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სტაბილური ხარისხია - წლიდან წლამდე, ახალი მოსავლის ღვინოები საერთაშორისო შეფასებებზე მაღალ შედეგებს აჩვენებს და ხშირ შემთხვევაში ოქროს მედლებით ფასდება.

რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული გაყიდვების მიმართულების გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, გვინდა, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - იქნება ეს ნავთობის კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მსხვილი ჰოლდინგები თუ სხვა ბიზნესები, რათა მათთვის კორპორატიული ღონისძიებებისა და საჩუქრებისთვის ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

შემდეგ ეტაპზე იგივე სტრატეგიის ევროპულ ბაზრებზე გადატანასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება ექსპორტს, რთველამდე ვაგზავნით ძირითად შეკვეთებს, შემდეგ კი რთველის პერიოდში დაახლოებით ორი თვით ვაჩერებთ პროცესს და შემდგომ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ ექსპორტს. ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდია - პროდუქცია იგზავნება უკრაინაში, გერმანიაში, ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ბაზრებზე.

ამ ეტაპზე უკვე 28 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ახლო პერიოდში ახალი ქვეყნების დამატებაზე მეტად იმ ბაზრების გაძლიერებაზე ვაკეთებთ აქცენტს, სადაც უკვე ვართ. ყოველწლიურად მინიმუმ 20%-იან ზრდა გვაქვს და მიმდინარე წელსაც იგივე ტენდენციას ვინარჩუნებთ.

პარალელურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, დეგუსტაციებს, სომელიეებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ღონისძიებებს. წელს კიდევ გვექნება ორი დიდი გამოფენა ჩინეთში, ასევე მცირე აქტივობები ევროპაში - ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა კამპანიები, გათამაშებები და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელი ღონისძიებები.

ღვინის ბაზარი ძალიან დინამიკურია და ბრენდის განვითარებისთვის მუდმივი ინვესტიციაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განვვითარდეთ და მომხმარებელს ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა