მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მზარდი ხელფასის მიუხედავად, კადრების პოვნა გართულდა - „ამელი“

news image
mbc image

Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელი“ დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე ეძებს ისეთ კადრს, რომელიც შეიძლება გამოუცდელია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შრომისმოყვარე და მოტივირებული. მოტივაციისთვის კი საფუძველი ნამდვილად აქვს, ვინაიდან  ყველა, ვინც ,,ამელის“ გუნდის წევრი ხდება, სპეციალობას საფუძვლიანად სწავლობს და კარიერული წინსვლისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან,,ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი საუბრობს.

„ვაკანსიები გვაქვს გამოცხადებული,  ყოველ ახალ სეზონზე დამხმარე ფლორისტს ვიმატებთ ხოლმე,  გვინდა, დამხმარე ფლორისტები მალე გახდნენ ფლორისტები და ძირითად  საქმიანობაში ჩაერთონ. მათ მარტო მაღაზიაში მუშაობას არ ვთავაზობთ. ,,ამელი“ სრულ მომსახურებას სთავაზობს თავისი აუდიო ტექნიკის უზრუნველყოფის  ჩათვლით, ინვენტარის მიტანა, ინსტალაცია და სხვა, ღონისძიების სრული ორგანიზება. შესაბამისად, კადრებიც ჩართული იქნებიან ამ პროცესში. ჩვენ ამ ეტაპზე კადრებს გრძელვადიანი თანამშრომლობით ვეძებთ. გვინდა, ჩვენთან ერთად გაიზარდოს ის ადამიანი, ყველაზე დაბალი  რგოლით დაიწყებს და შეიძლება ადმინისტრაციულ რგოლში, მენეჯერის პოზიციამდე ავიდეს. ივენთების მიმართულებით ბევრი პოზიციაა, რომლის დაკავება შეუძლია ჭკვიან და მოხერხებულ ადამიანს. არ ვეძებთ არასდროს გამოცდილს, გვინდა ჩვენთან ერთად ისწავლოს, მთავარია, ჩვენს გუნდში მუშაობა. გასაუბრების მერე გვაქვს ერთთვიანი ანაზღაურების პერიოდი და ამ ერთი თვის  განმავლობაში არაერთ კანდიდატს დავემშვიდობეთ. დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე თვეში ერთხელ ოთხი ახალი კანდიდატი აგვყავს“, - აცხადებს ნუკა ჩოხელი.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არის გარკვეული გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ,,ამელი“ დასაქმებულებს საშუალოზე მაღალ ხელფასს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ  ყვავილების მაღაზია ,,ამელი თბილისში, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს, თავის ერთგულ მომხმარებელს მუდმივად სიახლეებსა და მრავალფეროვნებას

კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა