მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

მზარდი მოთხოვნა, 200-ზე მეტი დამტენი სადგური და ახალი ტექნოლოგიები - როგორ ვითარდება მარტEV და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image
mbc image

მარტEV ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 170-ზე მეტ დამტენ სადგურს აერთიანებს. კომპანიის საქმიანობის, ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia მარტEV-ის დირექტორს, გიგი ხოჯევანიშვილს, ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მარტEV წარმოადგენს ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ქსელს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ბაზარზე და ამჟამად 170-ზე მეტ დამტენ სადგურს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მთავარი მიზანია ელექტრომობილით გადაადგილება გავხადოთ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული. მარტEV მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ და ტექნოლოგიურად გამართულ დამუხტვის სერვისს, მუდმივად განახლებად აპლიკაციას და ფართო ინფრასტრუქტურულ ქსელს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

2018–2021 წლებში მარტEV-მა თბილისის მერიასთან თანამშრომლობით დედაქალაქში უფასო ელექტრო დასამუხტი ქსელი შექმნა, რაც კომპანიის გამოცდილებასა და სანდოობას უსვამს ხაზს.

2026 წლის სექტემბრისთვის ქსელი 200-ზე მეტ დამტენ სადგურამდე გაფართოვდება, ხოლო ძირითადი ავტომაგისტრალები სწრაფი დამტენებით აღიჭურვება, რაც ელექტრომობილით შორ მანძილზე გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში ელექტრომობილებისა და EV Charging ინფრასტრუქტურის მიმართ მოთხოვნას - რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?

საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ირჩევენ ეკოლოგიურ, ეკონომიურ და თანამედროვე ტრანსპორტს, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებასაც აჩქარებს.

თუ რამდენიმე წლის წინ ელექტრომობილები უფრო ნიშურ პროდუქტად მიიჩნეოდა, დღეს ისინი ყოველდღიური გადაადგილების რეალურ ალტერნატივად იქცა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სწრაფ დამტენებზე და სტაბილურ სერვისზე.

ამასთან ერთად, აქტიურად იზრდება ბიზნეს სექტორის ჩართულობაც - კომპანიები უფრო მეტად ინტერესდებიან მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც EV ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.

რას მიიჩნევთ მარტEV-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

მარტEV-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ კომპანია ქმნის არა მხოლოდ დამტენ სადგურებს, არამედ სრულ ეკოსისტემას ელექტრომობილების მომხმარებლებისთვის.

ჩვენი ძლიერი მხარეებია ფართო ინფრასტრუქტურული ქსელი, ტექნოლოგიური სტაბილურობა, თანამედროვე სერვისი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. მარტEV მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ქსელის განვითარებაზე, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება შესთავაზოს.

ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორთან - დეველოპერებთან, ბიზნეს ცენტრებთან, სასტუმროებთან და საცხოვრებელ კომპლექსებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დამუხტვის სერვისი მომხმარებლის ყოველდღიურ მარშრუტებში უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი უახლოეს პერიოდში?

მარტEV-ის მთავარი მიმართულება უახლოეს პერიოდში ქსელის მასშტაბური გაფართოებაა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ძირითად ავტომაგისტრალებზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ელექტრომობილით გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად შეეძლოთ.

კომპანია ასევე მუშაობს ახალი თაობის ულტრა-სწრაფი დამტენების დამატებაზე, აპლიკაციის ფუნქციონალის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გამარტივებაზე.

უახლოეს პერიოდში მომხმარებლები იხილავენ ახალ პარტნიორულ პროექტებს, ახალ ლოკაციებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებიც ელექტრომობილების გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა