მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

მზარდი მოთხოვნა და გაფართოებული პროექტები - როგორია Shine Energy-ის განვითარების დინამიკა

news image
mbc image

წელს მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნამ ფაქტობრივად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი მიმდინარე პროექტების პორტფელზეც,- ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა.

რა არის Shine Energy-ის მიმდინარე სიახლეები და რომელი პროექტები გამოარჩევდით ბოლო პერიოდის საქმიანობაში?

ბოლო პერიოდი „შაინ ენერჯისთვის“ განსაკუთრებით აქტიური და ზრდაზე ორიენტირებულია. წელს მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნამ ფაქტობრივად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი მიმდინარე პროექტების პორტფელზეც.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ როგორც მსხვილი მასშტაბის მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, ისე სხვადასხვა კომერციულ ობიექტზე.

როგორ შეაფასებთ საქართველოში მზის ენერგიის ბაზრის განვითარების დინამიკას და რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება?

საქართველოში მზის ენერგიის ბაზარი დაჩქარებული ზრდის ფაზაშია. მთავარი ტენდენცია არის მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, რაც განპირობებულია ორი ძირითადი ფაქტორით: ცნობიერების ამაღლება და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.

ბიზნესები და კერძო სექტორი სულ უფრო აქტიურად ეძებენ ენერგოდამოუკიდებლობის გზებს, რაც მზის ენერგიას ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და პროგნოზირებად ალტერნატივად აქცევს. ასევე იკვეთება ტენდენცია, რომ ბაზარი გადადის მხოლოდ „მშენებლობის“ მოდელიდან სრულ სერვისულ ეკოსისტემაზე.

რა ფაქტორები განაპირობებს დღეს ბიზნესებისა და კერძო მომხმარებლების მხრიდან მზის ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას?

მოთხოვნის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა და ფასების მერყეობა;
  • ენერგოდამოუკიდებლობის სურვილი ბიზნესებში;
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდა და ESG მიდგომების გაძლიერება;
  • ტექნოლოგიების გაიაფება და ხელმისაწვდომობის ზრდა;
  • გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი და ხარჯების ოპტიმიზაცია.

როგორ ხედავთ ბაზრის განვითარებას უახლოეს წლებში და რა მიმართულებით გეგმავს Shine Energy საქმიანობის გაფართოებას?

უახლოეს წლებში მზის ენერგიის ბაზრის ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. მოთხოვნა არა მხოლოდ მაღალი დარჩება, არამედ უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი გახდება - გაიზრდება საჭიროება როგორც გენერაციის, ისე მართვის, მომსახურებისა და ოპერირების სრული ციკლის მიმართ.
ამ ფონზე, „შაინ ენერჯი“ უკვე გადავიდა გაფართოების ეტაპზე და მიზნად ისახავს ენერგეტიკაში სრული ეკოსისტემის შექმნას.

ჩვენი საქმიანობა ოთხ ძირითად მიმართულებად არის ჩამოყალიბებული:

  • Shine Energy (მთავარი მიმართულება): მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო პროექტები;
  • Shine Energy Sustainability: არაკომერციული მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ პროექტებზე და ენერგეტიკული ცნობიერების ამაღლებაზე;
  • Shine Energy Solutions: ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ენერგეტიკული სერვისები, ელექტროენერგიის განაწილება მზის სადგურებიდან, ასევე O&M, ტექნიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • Shine Energy Tech: სერვისები, როგორიცაა მზის პანელების წმენდა, სამშენებლო ტექნიკის გაქირავება და თერმოდრონით ინსპექცია - მათ შორის მესამე მხარის ობიექტებისთვისაც.

კომპანია აქტიურად ფართოვდება და მომავალშიც გააგრძელებს ახალი სერვისების დამატებას, რათა ენერგეტიკის სფეროში შევქმნათ სრულყოფილი, ერთიანი მომსახურების მოდელი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Snack it - ნატურალური ხილის პროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდი

30.09.2026.16:00

Snack it საოჯახო ბრენდია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს ნატურალურ ხილის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის ასორტიმენტში შედის ხილის ჩიფსები, ტყლაპი, კარობზე დაფუძნებული პროდუქტები და ხელნაკეთი შოკოლადი. ბრენდის საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის დამფუძნებელსა და ბრენდის შემქმნელს, ტატიანა ბოგაჩენკოს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Snack it პატარა საოჯახო ბრენდია, რომელიც მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ ნატურალურ ხილის პროდუქტებს აწარმოებს. ჩვენს ასორტიმენტში შედის ხილის ჩიფსები, ტყლაპი, კარობზე დაფუძნებული პროდუქტები და ხელნაკეთი შოკოლადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს საწყისი ნედლეულის ბუნებრივი გემო და თვისებები. სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ დამატებულ შაქარს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ წარმოების ტექნოლოგიას. ტრადიციული მომზადების ზოგიერთი მეთოდისგან განსხვავებით, გაშრობამდე ხილსა და კენკრას წინასწარ თერმულად არ ვამუშავებთ. ახალ ნედლეულს ვჭრით ან ვაქუცმაცებთ და ვაშრობთ არაუმეტეს 55°C ტემპერატურაზე. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხილისა და კენკრის ბუნებრივი გემო, არომატი და თვისებები.

წარმოების ყველა ეტაპს - ნედლეულის შერჩევიდან და მომზადებიდან დაწყებული, შეფუთვით დამთავრებული ხელით ვასრულებთ. ეს მცირე საოჯახო წარმოებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეული ეტაპი ვაკონტროლოთ და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.

თავდაპირველად Snack it შეიქმნა როგორც პროდუქტი, რომელსაც საკუთარი თავისა და ჩვენი ოჯახისთვის ვამზადებდით. 2022 წლის ბოლოდან კი ჩვენი პროდუქციის უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება დავიწყეთ. თავდაპირველად ბრენდს სოციალური ქსელების საშუალებით ვავითარებდით, შემდეგ შევქმენით საკუთარი ვებგვერდი და ონლაინ მაღაზია, ხოლო წელს უკვე ფიზიკური მაღაზია კაფესთან ერთად გავხსენით.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა მიმართულებებს აერთიანებს?

Snack it-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტყლაპია. დღეს ჩვენ დაახლოებით 30 განსხვავებული გემო და კომბინაცია გვაქვს და მუდმივად ვატარებთ ექსპერიმენტებს ახალი გემოების შესაქმნელად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ კლასიკური პროდუქტების წარმოება, არამედ საინტერესო კომბინაციების შექმნა, რომლებიც მომხმარებელს სასიამოვნოდ გააკვირვებს. ასევე გვაქვს სხვადასხვა ხილისა და კენკრისგან დამზადებული ხილის ჩიფსების დიდი არჩევანი.

ცალკე მიმართულებაა კარობზე დაფუძნებული პროდუქტები. კარობს ვიყენებთ როგორც კლასიკური შოკოლადის ალტერნატივას მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კაკაოსა და კოფეინის გარეშე პროდუქტებს.

ამასთან, ვმუშაობთ კლასიკურ შოკოლადთან და მის საფუძველზე ხელნაკეთ პროდუქტებსაც ვქმნით.

ჩვენი პროდუქტებისგან ასევე ვაწყობთ სხვადასხვა სასაჩუქრე ბოქსსა და ნაკრებს. შესაბამისად, Snack it მხოლოდ ყოველდღიური ჯანსაღი წასახემსებელი არ არის - ჩვენი პროდუქტი შეიძლება იყოს საჩუქარი, გამასპინძლების საშუალება ან ლამაზი დამატება ყავასთან, ჩაისთან და დესერტებთან.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

მე რამდენიმე ძირითად მახასიათებელს გამოვყოფდი.

უპირველესად - ბუნებრივ შემადგენლობასა და წარმოებისადმი ჩვენს მიდგომას. ვცდილობთ, გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის ინგრედიენტები და არ ვამატებთ შაქარს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.

მეორე უპირატესობაა უნიკალური და მუდმივად განვითარებადი ასორტიმენტი. განსაკუთრებით ეს ეხება ტყლაპს - დაახლოებით 30 განსხვავებული გემო საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ამ პროდუქტის გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, ვიდრე კლასიკური ვარიანტებია.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა. მაგალითად, ჩვენი პროდუქციისთვის საჭირო მოცვის ნაწილს თავად ვაშენებთ. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ხილისა და კენკრის სეზონურობა და პროდუქტი შევქმნათ იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ პერიოდში რომელი ხარისხიანი ადგილობრივი ნედლეულია ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხელნაკეთი წარმოება. ჩვენ არ ვცდილობთ პროცესის სრულად ავტომატიზაციას, რადგან სწორედ ხელით მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული პარტია გავაკონტროლოთ და დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი გაშრობის ტექნოლოგია. ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად მოვექცეთ ხილსა და კენკრას, რათა ზედმეტი დანამატების გარეშე შევინარჩუნოთ მათი ბუნებრივი გემო, არომატი და თვისებები.

როგორია Snack it-ის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?

ჩვენ გვინდა Snack it-ის მასშტაბირება, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ზრდის პროცესში არ დავკარგოთ ის პრინციპები, რომლებზეც ბრენდი თავიდანვე შეიქმნა.

გვინდა, შევინარჩუნოთ წარმოების ტექნოლოგია, ნედლეულის ხარისხი, ხელნაკეთი მიდგომა და კომპანიის ფილოსოფია მაშინაც კი, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება.

ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ვფიქრობთ, რომ ქართულ პროდუქტებსა და ადგილობრივ ნედლეულს დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო Snack it-ს შეუძლია, გახდეს თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც უცხოელ მომხმარებლებს გააცნობს საქართველოში შექმნილ საინტერესო პროდუქტებს.

ჩვენთვის Snack it-ის განვითარება მხოლოდ წარმოების მოცულობის გაზრდას არ ნიშნავს. გვინდა, გავაგრძელოთ ახალი პროდუქტების შექმნა, ექსპერიმენტები გემოებთან და ეტაპობრივად ავაშენოთ ბრენდი, რომელიც დაკავშირებული იქნება ხარისხიან, ნატურალურ და გამორჩეულ პროდუქტებთან საქართველოდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა